ხალხური რეცეპტები გამონაყარის, შავი წერტილებისა და ნაწიბურების მოსაშორებლად

ხალხური რეცეპტები გამონაყარის, შავი წერტილებისა და ნაწიბურების მოსაშორებლად

როგორ მოვიშოროთ ნაწიბურები

აკნეს მოშორების შემდეგ, კანზე რჩება ნაწიბურები, ღრმულები, ლაქები.  მათ მოშორებაში ხალხური მეთოდი დაგეხმარებათ. აღდგენისთვის მინიმალური დრო 60 დღეა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იცვლება კანი და რამდენად რეგულარულად გამოიყენებთ ხალხურ საშუალებებს.

აი კარგი რეცეპტი ნაწიბურების მოსაშორებლად:
  • აიღეთ 1 ჭიქა მზესუმზირას ზეთი, გამოგადგებათ სიმინდის ზეთიც,  2.5 ს/კ თაფლის სანთელი.

  • ორთქლზე ზეთი გააცხელეთ. დაუმატეთ სანთელი, აურიეთ ნარევი რომ ერთიანი კონსისტეცია მიიღოთ. 

  • როცა საცხი გაგრილდება, დაზიანებულ ადგილას წაისვით დილა-საღამოს. ეფექტის მისაღებად ორი თვე გამოიყენეთ. 





როგორ მოვიშოროთ გამონაყარი მოზარდობის ასაკში?

გამონაყარის სამკურნალოდ თაფლი საუკეთესო საშუალებაა.

მოზარდების კანისთვის, ვისი კანიც გამონაყარისკენ არის მიდრეკილი, შემდეგი ნიღბები გამოადგებათ:

  • კიტრის. ახალგაზრდებს ეს ნიღაბი მარტივი გამოყენების და სწრაფი ეფექტის გამო მოსწონთ. კიტრი არა მხოლოდ გამონაყარს მოგაშორებთ, არამედ კანს უფრო  ნათელს გახდის. კიტრის ფაფა სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. 

  • თიხა. ცხიმიანი კანისთვის ასეთი ნიღაბი ძალიან კარგია. ინგრედიენტები გამოირჩევა ფერის მიხედვით თეთრიდან ყავისფერამდე და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეფექტის მიღება გსურთ. გამონაყარის სამკურნალოდ უმჯობესია თუ თბილ ინფუზიებს გამოიყენებთ. თუ მასას აფთიაქის კალენდულას დაუმატებთ მიიღებთ სადეზინფექციო ბაქტერიციდულ ნიღაბს.

  • კარტოფილის ნიღაბი. გახეხილ კარტოფილს შეურიეთ 1 კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთით. ამ ნიღაბს უნიკალური თვისება აქვს - მუწუკებს ამცირებს, შავ წერტილებს კი აქრობს. 



  • წყალბადის ზეჟანგი. წყალბადის ზეჟანგი საფუარში აურიეთ. შეინახეთ მაცივარში 12 საათით. დილით ამით სახე გაიწმინდეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. მუდმივი გამოყენებით სუფთა კანს და ჟანსაღ იერს მიიღებთ. 

  • ლიმონი და თაფლი. იდეალური ინგრედიენტები, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს, როგორც ეფექტური საშუალება კანის ინფექციის ჩასაქრობად. თაფლი მიკრობების გავრცელება აფერხებს, ლიმონის წვენი კი ახმობს მუწუკებს. ლიმონის წვენი 1 კოვზ თაფლს შეურიეთ, შეგიძლიათ დაუმატოთ გვირილის ნაყენიც. გაიჩერეთ მიღებული მასა სახეზე, სანამ ბოლომდე არ შეშრება, დაახლოებით 10 წუთით და ჩამოიბანეთ. 




ვიდეო რეცეპტი აკნეს საწინააღმდეგო ნარევის მოსამზადებლად