დედამ ბინაში ჩემი ძმა და მისი შეყვარებული შემომისახლა.

დედამ ბინაში ჩემი ძმა და მისი შეყვარებული შემომისახლა.
მამაჩემის ბინაში მარტო ვცხოვრობდი, ვიდრე დედამ ჩემი ძმა და მისი საცოლე არ შემომისახლა. ლუკა და თაკო თავხედურად იქცევიან, ისინი დღისით სააბაზანოში შედიან, სადაც სექსით კავდებიან. როცა ჩემი ძმის სატრფო შუაღამისას სიამოვნებისგან კვნესოდა, თავი ვეღარ შევიკავე, დერეფანში გავედი და დავიყვირე, რომ მას იქ ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ლუკა მაშინვე გამომივარდა საძინებლიდან და მან საკმაოდ აგრესიულად დაიწყო მოქცევა. ისინი დამემუქრნენ, რომ თავად შეცვლიდნენ საკეტს და ბინაში შესვლის ნებას არ დამრთავდნენ.

დედაჩემს სხვა ოჯახი ჰყავს. 14 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მე მამასთან გადავედი საცხოვრებლად. მას შემდეგ დედა წელიწადში რამდენჯერმე თუ დამირეკავდა მოსაკითხად. წლების შემდგომ მამა ინსულტმა იმსხვერპლა.

მამაჩემის მიერ დატოვებულ ბინაში მე, ლუკა და დედაჩვენი ვართ ჩაწერილები. ლუკას შევთავაზე, რომ საცხოვრებელთან დაკავშირებულ ჩემს უფლებებზე უარს ვიტყოდი იმის სანაცვლოდ, თუკი იგი სოფლის სახლს დამითმობდა. ძმამ მითხრა, რომ იფიქრებდა ამ საკითხზე.

ლუკასთან და თაკოსთან თანაცხოვრება აუტანელია. ცალკე გადასვლაზეც მიფიქრია, თუმცა ქირას ვერ გავწვდები. ისღა დამრჩენია, რომ დაველოდო მოვლენათა განვითარებას.