ქმარს არ სურს იმ ფაქტთან შეგუება, რომ იგი ჩემს ცხოვრებაში არაა პირველი მამაკაცი.

ქმარს არ სურს იმ ფაქტთან შეგუება, რომ იგი ჩემს ცხოვრებაში არაა პირველი მამაკაცი.
უკვე 7 წელია, რაც მე და კოტე შეუღლებულები ვართ, გვყავს ქალიშვილი. ჩემს ქმარს არ სურს იმ ფაქტის მიღება, რომ იგი ჩემს ცხოვრებაში არაა პირველი მამაკაცი. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა შეხვედრა დავიწყეთ. მას თავიდანვე გავუმხილე, რომ ერთ ბიჭთან წარუმატებელი სექსუალური გამოცდილება მაკავშირებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობის დასაწყისში პრობლემა არ შეგვქმნია.

ბოლო დროს საშინლად ვჩხუბობთ ხოლმე, ზოგჯერ საქმე განქორწინებაზე ღია საუბრამდეც კი მიდის. ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვე დიდი ხანია აღარ გვქონია. კოტემ მომიყვა, რომ ზოგჯერ წარმოიდგენს ხოლმე, თუ როგორ დავკავდი სექსით სხვა მამაკაცთან და ეს ფიქრი მას სტანჯავს. მას მყისვე ეცვლება განწყობა და იგი დეპრესიაში ვარდება. კოტეს თქმით, ამის გამო მას ნორმალურად მუშაობაც კი არ შეუძლია. სწორედ ასეთ მომენტებში უჩნდება ხოლმე მას პრეტენზიები ჩემს მიმართ. მეუღლეს ხშირად ვესაუბრები და ვუხსნი, რომ თავიდან მოიშოროს ეს სულელური აზრები. კოტეს თქმით, იგი არ განმიკითხავს ჩემი წარსულის გამო. ის მეუბნება, რომ სიგიჟემდე მიჰყავს იმის წარმოდგენას, რომ თეორიულად არსებობს მამაკაცი, რომელმაც შეუძლია მას უთხრას: "მე შენს ცოლთან ვიწექი". კოტეს სულ ვეუბნები, რომ იგი ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელია, თუმცა ეს არ შველის.

ჩემს ქმარს ფსიქოლოგთან წამოსვლის სურვილი არ აქვს, რადგან იგი თვლის, რომ ეს ჩემი პრობლემაა. ოჯახის შენარჩუნება ძალიან მინდა, თუმცა იმედს დღითიდღე ვკარგავ. ბოლო დროს კოტე ხშირად მაყენებს შეურაცხყოფებს, რაც უკვე რთული მოსათმენი და ასატანია. მეუღლის თქმით, ცოლს და მისი შვილის დედას მისი გულისათვის ქალიშვილობა უნდა შეენახა. ქმარს საქალწულე აპკის ოპერაციის გაკეთება შევთავაზე, რაზეც მისგან გინება მივიღე. მართლა არ ვიცი, თუ როგორ მოვიქცე. კოტე გაწონასწორებული და მშვიდი მამაკაცია, ის შესანიშნავი მამაცაა. ერთმანეთს ყველა ასპექტში შევეფერებით, თუ იმ საშინელ სიტუაციას არ ჩავთვლით, შესანიშნავი ცოლ-ქმრული ცხოვრება გვექნებოდა.