ხალხური რეცეპტები გამონაყარის, შავი წერტილებისა და ნაწიბურების მოსაშორებლად
როცა ცნობილი ბრენდების ძვირადღირებული პროდუქტები კანის პრობლემას ვერ შველის, დროა ბებიების რეცეპტები გაიხსენოთ. მათი მეთოდი სხვადასხვა დაავადებების დროს ბევრს შველოდა. ხალხური საშუალება აკნეს გასაქრობად: ინფუზიების სამკურნალო ეფექტი, სამკურნალო ფესვების ნახარში და ბალახები საშუალებას მოგცემთ თავად მიხედოთ კანის ანთებას და მოიშოროთ აკნე, ნაწიბურები და ლაქები. ასეთი პრეპარატები ორსულობის დროსაც დაგეხმარებათ.
ხალხური მეთოდის უპირატესობა:
მუწუკების მოსაშორებელ ხალხურ რეცეპტს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
აკნეს საწინააღმდეგო ხალხური რეცეპტი
დაგროვილი გამოცდილება და ხალხის ცოდნა - ნამდვილი საწყობია აკნეს, ნაწიბურების, ლაქის და კანის პრობლემებთან საბრძოლველად. კანს რომ ახალგაზრდობა და ჯანმრთელი იერი დაუბრუნოთ ამზადებენ ნახარშებს, მალამოებს და ნიღბებს როგორც შიგნით, ასევე გარეთ გამოსაყენებლად. განვიხილოთ სახლის პირობებში მუწუკების მოსაშორებლად ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებები.
შიდა გამოყენებისთვის
ხალხურ მეთოდებს შორის აკნეს საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არსებობს შიდა გამოყენებისთვის. აი რამდენიმე საუკეთესო მეთოდი სამკურნალოდ:
ხალხური მეთოდის უპირატესობა:
მუწუკების მოსაშორებელ ხალხურ რეცეპტს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
- ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება. რეცეპტი არ შეიცავს საშიშ კონსერვანტებს. არ გექნებათ კანზე უსიამოვნო რეაქციები;
- რეცეპტის ინგრედიენტების ხარისხში დარწმუნებული იქნებით;
- საჭირო ინგრედიენტს ნებისმიერ აფთიაქში მისაღებ ფასად შეიძენთ.
აკნეს საწინააღმდეგო ხალხური რეცეპტი
დაგროვილი გამოცდილება და ხალხის ცოდნა - ნამდვილი საწყობია აკნეს, ნაწიბურების, ლაქის და კანის პრობლემებთან საბრძოლველად. კანს რომ ახალგაზრდობა და ჯანმრთელი იერი დაუბრუნოთ ამზადებენ ნახარშებს, მალამოებს და ნიღბებს როგორც შიგნით, ასევე გარეთ გამოსაყენებლად. განვიხილოთ სახლის პირობებში მუწუკების მოსაშორებლად ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებები.
შიდა გამოყენებისთვის
ხალხურ მეთოდებს შორის აკნეს საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არსებობს შიდა გამოყენებისთვის. აი რამდენიმე საუკეთესო მეთოდი სამკურნალოდ:
- ჭინჭრის ფოთლების ნაყენი. 2 ჩ/კ ბალახს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და გააჩერეთ 2 საათით, ნარევი მზადაა. მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში ნახევარი ჭიქა, ყოველი საკვების მიღების წინ. ჭინჭარი ასუფთავებს სისხლს, ამიტომ აკნეს შიდა კანქვეშა უჯრედთაშორისი გაცვლის დონეზე შეებრძოლება.
- ბირკავას ნახარში. 2 ჩ/კ დაქუცმაცებული მცენარის ფესვებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით ცეცხლზე დადგით. გაცივების შემდეგ, გადაწურეთ და დალიეთ ყოველ სამ საათში ნახევარი ჭიქა. საშუალება სებორეას, აკნეს წარმოშობის მიზეზს, ზრდას აფერხებს.
- ნივრის ნაყენი. მნიშვნელოვანი მიკროელემენტების, განსაკუთრებით თუთია, სელენის ნაკლებობა, რომელთაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ, ჩირქოვანი აკნეს წარმოქმნას იწვევს. ამ ელემენტებით კანი რომ ვუზრუნველყოთ, მოამზადეთ შემდეგი ნაყენი. თქვენ დაგჭირდებათ 400 გრ წვრილად დაჭრილი ნიორი, შუშის კონტეინერი, არაყი ან სპირტი. ნარევი მზეზე მანამ გააჩერეთ, სანამ სითხე ყვითელ შეფერილობას მიიღებს.
მიიღეთ 1 წვეთი ნივრის ნაყენი 5 წვეთ წყალთან ერთად დღეში ერთხელ. მკურნალობა 50 დღე გააგრძელეთ. თვის პირველ ნახევარში ყოველდღიურად დოზა თითო წვეთით გაზარდეთ. 25 წვეთამდე როცა მიაღწევთ ყოველდღე თითო წვეთით შემცირება დაიწყეთ. ნახევარი თვის შემდეგ თქვენი კანი სუფთა გახდება. ამ ხალხურ საშუალებას აქვს ბაქტერიოციდული და ანტიფუნგალური ეფექტი, ამიტომ მიირთვით როგორც შიგნიდან, ასევე მუწუკების ადგილიც დაიმუშავეთ.