ნახევრად გამჭვირვალე ნივთები. შემოდგომაზე აუცილებელი ნივთი, რომელიც უკვე შეგიძლიათ ჩაიცვათ
ტენდენცია, რომელიც მაშინვე ყველას ყურადღებას იპყრობს. საკმარისია, ერთხელ სცადოთ, რომ ჰაეროვანი ბლუზის და „უხილავი“ როლინგის გარეშე ცხოვრება ვეღარ შეძლოთ.
დიზაინერები ნახევრად გამჭვირვალე ნივთებს არა ერთი წელია გვთავაზობენ. ცნობილი დიზაინერები დაჟინებით გვირჩევენ, რომ ექსცენტრიული ნივთებით სხეულის წარმოჩენის არ შეგვრცხვეს. ეს ვულგარულად რომ არ გააკეთოთ, არამედ ზომიერად სექსუალურად, ირჩევენ ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილს სხვადასხვა ჩანართებით. შემოდგომის სეზონის დაწყებამდე ყველა ქალი არჩევანის წინაშე დგება: უარყოს თუ არა პოპულარული ტრენდი გამჭვირვალობაზე. თუ არა, როგორ იარსებოს მასთან ერთად დიდ ქალაქში.
უკვე გამოჩნდა ახალი კოლექციები ნახევრად გამჭვირვალე ზედის რამდენიმე ვარიანტით, ძირითადად, საშემოდგომო. ამან დაგვარწმუნა, რომ შემოდგომაზე პიკანტური ტენდენცია არ გაქრება, პირიქით, მხოლოდ გაძლიერდება. როლინგი, ჯემპრი, კორსეტი – ეს ყველაფერი გახდა ახალი კლასიკა, რომელიც ქალურობას ღრმა დონეზე ხაზს უსვამს.
მთავარი ნივთი ისევ ბლუზია. სხვათა შორის, მის ტარებას ზაფხულშიც გვირჩევენ. ოღონდ ცხელ თვეში პერანგი შორტთან ან მინი ქვედაბოლოსთან შეხამებული იყო, შემოდგომაზე კი უნდა შეუხამოთ ჯინსი, კლასიკური შარვალი ან ტყავის გრძელი ქვედაბოლო.
ახალ სეზონზე გამჭვირვალე თითქმის უხილავი გახდა, ერთგვარი უხილავი მოსასხამი „ჰარი პოტერისგან“. Jaqcuemus-ის, Giorgio Armani-სა და Tom Ford-ის კოლექციებში მოდელებზე ნივთები ისე გამოიყურება, როგორც მსუბუქი ფირი. Tory Burch–ის წინა კოლექციების უმეტესი ნაწილი არის თხელი ძაფისგან ნაქსოვი ნივთებია. ასეთი ტანსაცმლისთვის ტანი იდეალური ფონია, რომელიც ლამაზი ნახატების გამოჩენას უზრუნველყოფს. ოღონდ შიშველ სხეულზე ამა თუ იმ ნივთის ჩაცმას ყველა ვერ ბედავს. სწორედ ამიტომ, გამჭვირვალე ტოპთან, როლინგთან ან ნებისმიერ ზედასთან ერთად ლამაზი საცვლები შეიძინეთ. სწორედ ის ჩანს თხელი ქსოვილის ქვემოდან და სურათს ავსებს.
არ დაგავიწყდეთ ქვედაბოლო. გრძელი ან მუხლებამდე სწორი ან A ფორმის ქვედაბოლოთი ბევრი მოდური კომბინაცია შეგიძლიათ შექმნათ, რომელიც როგორც ახლა, ასევე შემოდგომაზე შეგიძლიათ ჩაიცვათ.
მაიკლ კორსის თქმით, არაფერია უფრო რომანტიკული და ქალური, ვიდრე მსუბუქი ჰაეროვანი მასალები, რომლებიც სხეულზე მოედინება. ამაში მოდის სახელოსნოს ყველა კოლეგა ეთანხმება: ცოტა გამჭვირვალობა ინტელექტუალური მეთოდია, გამოიყურებოდეთ უფრო სარისკოდ ვულგარულად გამოჩენის გარეშე.