უარი ვთქვი მძახლების მიღებაზე, რომლებსაც ჩვენთან უფასო დასვენება მოუნდათ

უარი ვთქვი მძახლების მიღებაზე, რომლებსაც ჩვენთან უფასო დასვენება მოუნდათ
პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში - ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

მე და ჩემმა მეუღლემ ჩემი მშობლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ მიწის ნაკვეთი და ძველი სახლი სანაპიროზე. იმ დროისთვის ორივე პენსიაზე ვიყავით, ამიტომ საცხოვრებლად იქ გადასვლა გადავწყვიტეთ.



სანაპიროს ყველა მაცხოვრებელი იმის ხარჯზე ცხოვრობს, რომ ზაფხულში ისინი თავიანთ სახლებს დამსვენებლებზე აქირავებენ. ჩვენ გადავწყვიტეთ იგივე გაგვეკეთებინა.

ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ ყველაფერისთვის ნორმალური იერი მიგვეცა. სახლი თითქმის ნულიდან აღვადგინეთ.



მე და ჩემმა ქმარმა თითქმის ათი წელი დავხარჯეთ ყველაფრის მოწესრიგებაში. სახლში სხვენის გაკეთებაც კი შევძელით. ეზოც ძალიან კარგად გავამწვანეთ.

დროთა განმავლობაში მეზობელი ნაკვეთის ყიდვა შევძელით და იქ რამდენიმე სახლი ავაშენეთ დამსვენებლებზე გასაქირავებლად. ამისთვის ძალიან ბევრი ფული და ენერგია დაიხარჯა. ახლა ხალხი კარგ პირობებში დასვენებას არის მიჩვეული და ამისთვის კარგი ავეჯის და ტექნიკის ყიდვა მოგვიწია. მეტი სარგებლის მისაღებად, ჩვენი სახლის პირველი სართულსაც კი ვაქირავებდით. ჩვენ ზაფხულში სხვენში ვცხოვრობდით.



ასევე დამსვენებლებისთვის საჭმელსაც თავად ვამზადებდი. მოკლედ, მე და ჩემი მეუღლე დაუღალავად ვმუშაობდით. ჩვენ უკვე გვყავდა მომხმარებლები, რომლებსაც ჩვენთან დასვენება ძალიან მოსწონდათ. ისინი ჩვენთან დასვენებას თავიანთ მეგობრებსაც ურჩევდნენ. ზოგადად, ყველაფერი კარგად იყო. ჩვენი ყველა ოთახი ყოველთვის დაკავებული იყო. საქმე ძალიან ბევრი გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე ჩვენს ქალიშვილსაც ვეხმარებოდით იპოთეკის გადახდაში.

ირმა და დათო ჩვენთან ხშირად ჩამოდიოდნენ, შვილიშვილის ხშირად ტოვებდნენ ჩვენთან. მართალია, სხვენში ცოტა ვიწროდ ვიყავით, მაგრამ არა უშავდა.

ახლახან ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ წელს ისინი ჩვენთან არ ჩამოვიდოდნენ. ეკა უკვე გაიზარდა და ახლა დასასვენებლად თურქეთში გაფრინდებიან. სამაგიეროდ, წელს ჩვენთან მისი ქმრის მშობლები ჩამოვლენ.



ეს მათ თავად ირმამ შესთავაზა და ისინი დიდი სიხარულით დათანხმდნენ. ქალიშვილმა მთხოვა, რომ თავის დედამთილს და მამამთილს კარგად დავხვედროდი. ჩვენ ისინი ჩვენთან უნდა დაგვებინავებინა, საკუთარი ხარჯებით უნდა გამოგვეკვება და ასევე უნდა გაგვერთო კიდეც, ექსკურსიებზე გვეტარებინა.

როდის უნდა მოგვესწრო ამ ყველაფრის გაკეთება? ჩვენთვის ზაფხული ძალიან დაძაბული პერიოდია. ბევრი სამუშაო და ბევრი დამსვენებელია. ჩემი მძახლები მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, ჩემი შვილის ქორწილში. ისინი არც იპოთეკის გადახდაში დაგვხმარებიან და არც სახლების აშენებაში. სამაგიეროდ, დასასვენებლად ჩამოდიან.

ისინი ერთხელაც არ დაგვეხმარნენ არაფერში, მე კი ახლა მათთვის სრულფასოვანი უფასო დასვენება უნდა ვუზრუნველყო. რა მიზეზით?



ძალიან აღშფოთებული ვიყავი და ჩემს ქალიშვილს ვუთხარი, რომ ისინი უნდა დაგვეხმარონ. მათ ისიც კი არ იცოდნენ, რამდენი ხნით ჩამოდიოდნენ დასასვენებლად: ერთი კვირით, ორი კვირით თუ ერთი თვით.

ჩემს ქალიშვილს ძალიან ეწყინა, მერკანტილური და ხარბი მიწოდა. მან თქვა, რომ მე მისი ოჯახის დანგრევა მინდოდა. რატომ არ სურს იმის გაგება, რომ ჩვენ უბრალოდ დრო არ გვექნება მძახლების გასართობად? ზაფხულში ხომ მთელი წლის ფული უნდა გამოვიმუშაოთ.

რატომ არაფერი მკითხა ჩემმა ქალიშვილმა, სანამ თავისი ქმრის მშობლებს ჩვენთან დასვენებას შესთავაზებდა? ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია.



ჩემს ქალიშვილთან და სიძესთან ურთიერთობის გაფუჭება არ მინდა, მაგრამ სინდისი ხომ უნდა გქონდეს, რომ ცოტა სხვა ადამიანებზეც იფიქრო.
სტატიის წყარო:paparazzi.ge