ლიმონი აკნეს, მუწუკებისა და ნაიარევის მოსაშორებლად

ლიმონი აკნეს, მუწუკებისა და ნაიარევის მოსაშორებლად
აკნე, რომელიც კანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს, ფორების დაცობის შედეგად ჩნდება. აკნეს სამკურნალოდ არაერთი ნატურალური საშუალება გამოიყენება. ერთ-ერთი მათგანი ლიმონია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ლიმონის გამოყენებით აკნეს სამკურნალოდ მშვენიერ ნატურალურ მალამოებს/ლოსიონებს დაამზადებთ.

პრობლემურ კანზე ლიმონის წვენის პირდაპირ წასმა ყველაზე მარტივი ხერხია, რომელიც აშორებს ჭუჭყს და ასუფთავებს ფორებს.

რა დაგჭირდებათ:

  • ლიმონი - 1ცალი
  • წყალი - შეხედულებისამებრ
  • ბამბის ტამპონი
  • რბილი საპონი
  • პატარა ჯამი


    პროცედურა:

    დაიბანეთ სახე წყლით და რბილი საპნით. გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით. გაჭერით ლიმონი შუაზე და გამოწურეთ წვენი პატარა ჯამში. დაასველეთ წვენში ბამბა, შემდეგ კი კარგად გაწურეთ. ბამბის საშუალებით წაისვით წვენი აკნეთი დაზიანებულ ზონაზე. გაიჩერეთ 10 წუთით, ან წვენის სრულ გაშრობამდე. ჩამოიბანეთ სახე ჩვეულებრივი წყლით და გაიმშრალეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2ჯერ და აკნე გაქრება.

    შენიშვნა: თუკი ლიმონის წვენი კანს გაგიღიზიანებთ, სასწრაფოდ ჩამოიბანეთ. ასევე ლიმონის წვენით კანის დამუშავების შემდეგ ერიდეთ მზის სხივების ჭარბი რაოდენობით მიღებას, რადგან ულტრაიისფერი სხივები კანის მდგომარეობას გააუარესებს.