''ღმერთების ნექტარი'' - ამ მასის წინააღმდეგ იარები, ნაწიბურები, ნაოჭები და აკნე უძლურია!

''ღმერთების ნექტარი'' - ამ მასის წინააღმდეგ იარები, ნაწიბურები, ნაოჭები და აკნე უძლურია!
ჩემს დაქალს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პრობლემური კანი უდიდეს დისკომფორტს უქმნიდა. გარდა ნაწიბურებისა, ასაკის მატების პარალელურად მას ღრმა ნაოჭები და პიგმენტური ლაქები გაუჩნდა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, ის პრობლემას ვერაფრით უმკლავდებოდა. მოგვიანებით, როდესაც კანის დეფექტების აღმოსაფხვრელად ერთადერთი გზა ექიმ-კოსმეტოლოგთან ვიზიტი დარჩა, პროფესიონალმა ჩემს დაქალს ერთი უჩვეულო, ძალიან მარტივად მოსამზადებელი, თუმცა საოცრად ეფექტური ნიღბის შესახებ უამბო.

ეს ნიღაბი ''ღმერთების ნექტარის'' ზედმეტსახელითაა ცნობილი, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ამ საშუალების შემადგენლობაში მხოლოდ ნატურალური, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული პროდუქტები შედის.

სახის ნიღაბი ნაოჭებისა და ნაწიბურების წინააღმდეგ

პირველი და უმთავრესი კომპონენტი - თაფლი. ტკბილი ნექტარი, რომელსაც ბუნებრივი გზით გამოიმუშავებენ ფუტკრები, ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია ჩვენს პლანეტაზე. ეს პროდუქტი ადეზინფიცირებს კანს, აჩქარებს მისი აღდგენა-რეგენერაციის პროცესს და ახშობს ანთებას. თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა კანთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დარიჩინი - სამკურნალო თვისებებით გამორჩეული კიდევ ერთი გასაოცარი პროდუქტი. ეს სანელებელი რამდენჯერმე ამცირებს კანის იმ დაავადებების განვითარების რისკს, რომელთაც საფუძვლათ მავნე ბაქტერიები უდევს. დარიჩინი ანტივირუსული, ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია.

მუსკატის კაკალი - ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ნატურალური პროდუქტი. ის ძალზედ ეფექტურია აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ჩ.კ თაფლი;
  • 1 ჩ.კ ლიმონის წვენი;
  • 1/2 ჩ.კ დარიჩინი;
  • 1/2 ჩ.კ დაფქული მუსკატის კაკალი.

მომზადების წესი:

მოამზადეთ მოცემული ინგრედიენტებისგან ერთგვაროვანი მასა. თუ ნარევს ზედმეტად სქელი კონსისტენცია ექნება, ჩაამატეთ მასში მცირეოდენი მინერალური წყალი. ამოიღეთ რეცეპტიდან ლიმონის წვენი, თუ თქვენ ღია ფერის და ზედმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ.

გამოყენება:

მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე. მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების გარშემო არსებულ კანს. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წვის შეგრძნება შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მოიშოროთ ნიღაბი 10 წუთში თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ რეკომენდირებული დამატენიანებელი კრემის წასმა.

ეს ნიღაბი, სახელწოდებით ''ღმერთების ნექტარი'', დაგეხმარებათ ღრმა ნაოჭების გაგლუვებაში, ნაწიბურებისა და ნაიარების შემცირებაში, პიგმენტური ლაქების მოშორებაში, აკნეს დამარცხებაში და კანის გაახალგაზრდავებაში. გაიკეთეთ სახის ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს.