ხალხური რეცეპტები გამონაყარის, შავი წერტილებისა და ნაწიბურების მოსაშორებლად

ხალხური რეცეპტები გამონაყარის, შავი წერტილებისა და ნაწიბურების მოსაშორებლად
გარე გამოყენებისთვის

აკნეს სამკურნალოდ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის გამომწვევ ფაქტორებს და პრობლემის გადაჭრას კომპლექსურად მიუდგეთ. შიდა და გარე გამოყენების საშუალებების ერთდროული გამოყენებით სასურველ შედეგს მალე მიაღწევთ. გარე გამოყენებისთვის შემდეგი რეცეპტებით ისარგებლეთ:

  • ალოეს წვენი. კარგად გარეცხილი ხმელი ფოთლები ბნელ და გრილ ადგილას მოათავსეთ. 7 დღის შემდეგ დაჭერით და გაწურეთ. მიღებული სითხით სახე ყოველდღე გაიწმინდეთ. შედეგად, თქვენი კანი მიკრობებისგან დაცული იქნება და ანთებისგან განიკურნებით. ალოეს გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი - გახეხილი ალოე ცივ წყალს შეურიეთ პროპორციით 1:5 და 1 საათით გააჩერეთ. შემდეგ 3 წუთით აადუღეთ, გააგრილეთ და გამოიყენეთ როგორც ლოსიონი. 

  • აბზინდა. 1 ჭიქა მდუღარე წყალში 2 ს/კ აბზინდა ჩაყარეთ, 1 საათის შემდეგ ნარევი მზად იქნება. მისი დახმარებით ანთებით პროცესს ჩააქრობთ და კანს ღაჟღაჟა ფერს დაუბრუნებთ. მიღებული ნარევით ბამბის დისკო დაასველეთ და სახე დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ. 

  • კალენდულა (გულყვითელა). ამ მცენარის ყვავილების შესანიშნავი თვისებაა კანის რეგენერაციის უნარი, ლაქების ან აკნეს კვალის მოშორება. დაზიანებული ადგილები აფთიაქში ნაყიდი კალენდულას ნარევით კარგად გაიწმინდეთ. შეგიძლიათ სახლშიც დაამზადოთ - 1 ჩ/კ კალენდულასა და 200 მლ წყლის შერევით, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი - გამოგივათ საუკეთესო საშუალება გაღიზიანებული კანისთვის. ნარევით სალფეთქი კარგად დაასველეთ და დაზიანებულ ტერიტორიაზე 30 წუთით გაიჩერეთ. 





სახლის ნიღბები აკნეს და შავი წერტილებისთვის


ნიღბები ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა როგორც ნორმალური, ასევე პრობლემური კანისთვის. შემადგენლობის მიხედვით, მათ შეუძლიათ გამოკვებონ კანი, გაუმკლავდნენ ანთებას, შეამცირონ სახის მიმიკური ნაოჭი. აკნეს საწინააღმდეგო ნიღბების რეგულარული გამოყენებით, კანი უფრო ჯანსაღი და მოვლილი იქნება. აი ყველაზე პოპულარული რეცეპტები:

  • ცილოვანი. 1 კვერცხის ცილა 1 ჩ/კ ლიმონის წვენს შეურიეთ, სანამ არ აქაფდება. ფუნჯით წაისვით შუბლზე, ნიკაპზე და ლოყაზე. როცა გაშრება, კვლავ წაისვით. გაიმეორეთ 4-ჯერ. უკანასკნელი ფენა როცა გაშრება წყლით ჩამოიბანეთ. 

  • საფუარი. საფუარი წყალში გახსენით, სანამ ფაფისებრ მასას მიიღებთ. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ სანამ ბოლომდე არ გაშრება. ჩამოიბანეთ წყლით. ნიღაბი საუკეთესოდ ებრძვის აკნეს, ასუფთავებს ფორებს და ათეთრებს. გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ. 

  • თიხის ნიღაბი. 1 ს/კ ლურჯი თიხა, 1/ს ლიმონის წვენი, 1,5 ს/კ სასმელი წყალი და 1 ჩ/კ აფთიაქში ნაყიდი კალენდურას ნარევი. კარგად აურიეთ და წაისვით სახე, გაიჩერეთ 10 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი მუწუკებს აშრობს, პიგმენტურ ლაქებს ათეთრებს.