იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნაზავები

კაკლებისა და მშრალი ხილის ნაზავი
ასეთი შეხამება ფლობს ძალიან კარგ გამაძლიერებელ თვისებებს, აქ ხომ შეერთებული არიან სხვადასხვა სახის ვიტამინური ინგრედიენტები. კაკალ-ხილეულის მასის კიდევ ერთ ფასეულ უპირატესობას წარმოადგენს გემოვნური მრავალფეროვნება. მაგალითად, მოამზადეთ აი ეს ნაზავი იმუნიტეტის გასაძლერებლად:
- ჭიქით მოზომეთ ისეთი ინგრედიენტების თანაბარი რაოდენობა, როგორებიცაა: კაკლების (ნიგოზი, ნუში, კედარის წიპწიპო) ერთობლიობა, სავქლიავი, ჭერმის ჩირი, ქიშმიში. აიღეთ საშუალო ზომის ლიმონი.
- თბილი წყლით გარეცხეთ და სალფეტკით გააშრეთ მშრალი ხილი და ციტრუსის ნაყოფი, შემდეგ კი წვრილად დანაყეთ ეს კომპონენტები ბლენდერის მეშვეობით.
- კაკლები ხელით ან ხის სანაყით დაფხვენით (ლითონის საგნების გამოყენება არ არის რეკომენდირებული).
- ჯამში ერთად მოათავსეთ აღნიშნული ინგრედიენტები, დაამატეთ იქ ჭიქა თაფლი. ყურადღებით მოზილეთ მასა.
- შეინახეთ მასა დახურულ შუშის ჭურჭელში გრილ ადგილას. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ასეთი ნაზავი უზმოზე ჭამის წინ 20 წუთით ადრე 3 თვის განმავლობაში.

ლიმონის, ნივრისა და თაფლის ნაზავი
ასეთი წამალი ხასიათდება დამახასიათებელი მკვეთრი გემოთი, მაგრამ ეს კომპესტირდება ინფექციური ეპიდემიის დროს ორგანიზმის დამცავი ძალების ეფექტურად გამაძლიერებელი თვისებებით. ამ ნაზავის გაკეთება ასე უნდა:
- გაფურცქნეთ ნივრის 6 მსხვილი კბილა. კარგად გარეცხეთ 2 საშუალო ზომის ლიმონი. დანაყეთ ეს კომპონენტები ბლენდერის დახმარებით.
- მიღებული მასა შეაერთეთ 6 სუფრის კოვზ თაფლს.
- შენახეთ ნაზავი მაცივარში, მჭიდროდ დახურულ შუშის ქილაში. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა წამალი დილით უზმოზე და საღამოს.
ლიმონისა და ჯანჯაფილის ნაზავი
ასეთი ნაერთი ფლობს არა მარტო ჩინებულ პროფილაქტიკურ თვისებებს, არამედ ეხმარება გაცივებისა და გრიპის სწრაფ დაძლევას იმ შემთხვევაში, თუ მათ თავი უკვე იჩინეს. ასეთი ნაზავი ასე უნდა მომზადდეს:
- აიღეთ 220 გ ჯანჯაფილის ფესვი, ყურადღებით გარეცხეთ, ქერქთან ერთად გაატარეთ ხორცის საჭრელში.
- კარგად გარეცხეთ 2 საშუალო ზომის ლიმონი, მოასხით ადუღებული წყალი, შემდეგ ასევე დანაყეთ.
- აურიეთ ეს კომპონენტები, დაამატეთ 250 მლ თაფლი (უკეთესია ცაცხვის ყვავილის). შეინახეთ მასა მაცივარში, მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დილით და საღამოს.
ახლა კი იხილეთ დამატებითი ვიდეოინფორმაცია იმუნიტეტის გამაძლერებელი ვიტამინური ნაზავის შესახებ