ყოველ დილით, უზმოზე, ამ წვენს მივირთმევ. მერწმუნეთ, ეს ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია

ყოველ დილით, უზმოზე, ამ წვენს მივირთმევ. მერწმუნეთ, ეს ახალგაზრდობის ნამდვილი  ელექსირია
რამდენიმე წლის წინ ასეთი ჩვევა გამოვიმუშავე: ყოველ დილით, უზმოზე, ვსვამდი ლიმონის ახალგამოწურულ წვენს, გახსნილს ერთ დიდ ჭიქა წყალში. ეს ერთმა ნაცნობმა მასწავლა. ალბათ გაინტერესებთ, რითაა სასრგებლო ლიმონიანი წვენი უზმოზე. ლიმონი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ის კი სხვა არაფერია, თუ არა ჩ ვიტამინი, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა ორგანიზმის მოსამარაგებლად და იმუნიტეტის მოსაძლიერებლად. ლიმონიანი წყალი რგებს მთელ ორგანიზმს, უპირველეს ყოვლისა - კანს: ხელს უშლის ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენას. გარდა ამისა, ლიმონში არსებული სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებენ ცილა კოლაგენის სინთეზს, რომელზეც კანის ელასტიკურობაა დამოკიდებული. ლიმონიანი წყალი უხდება ღვიძლსაც.

ეს ნაქები საშუალება ასე უნდა მოამზადოთ:

გამოწურეთ ნახევარი ლიმონი და დაასხით 500 მლ წყალი, სურვილისამებრ, დაამატეთ ყინული და დალიეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე, ერთბაშად და არა ყლუპებით.



გემოს გასამრავალფეროვნებლად შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა ან ვანილი. მერწმუნეთ, ეს ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია. სიფრთხილე გმართებთ, თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ანდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე სხვა ქრონიკული დაავადება. ამ შემთხვევაში უმჯობესია ნებართვა მკურნალი ექიმისგან აიღოთ.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი