ასეთი კვება გააუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და მახსოვრობას 80%-ით, განარიდებს დეგენერატიულ დაავადებებს და არა მარტო!

ასეთი კვება გააუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და მახსოვრობას 80%-ით, განარიდებს დეგენერატიულ დაავადებებს და არა მარტო!
კვება წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმის კეთილდღეობაზე მომქმედ ერთ-ერთ ფაქტორს იმიტომ, რომ რასაც მივირთმევთ, ზემოქმედებს ჩვენ ჯანმრთელობაზე.

ტვინი ძლიერ იტანჯება ცუდი კვების შედეგად, განსაკუთრებით ეს ეხება ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნეირონებისათვის ნერვული იმპულსების გადაცემაზე.

ამრიგად, კვებამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი ძილი, განწყობა და ქცევა.

მისდიეთ ცხოვრების აქტიურ წესს, სწორად იკვებეთ და ჯანმრთელად იყავით!


არსებობენ ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვანი არიან ფსიქიური ჯანმრთელობისათვის. ასეთ ფაქტორს წარმოადგენს კალორიებისა და კოფეინის დაბალანსებული მოხმარება.

ჯანმრთელობისათვის ასევე მნიშვნელოვანია მკვებავი ნივთიერებების (მინერალები, ცილები, ვიტამინები, ცხიმები, ნახშირწყლები) მოხმარება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მკვებავი ნივთიერებების ნაკლებობაც და სიჭარბეც არღვევენ ტვინის მუშაობას.

აი ზოგიერთი იმ პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც ამაღლებს განწყობას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და მახსოვრობას:
1. თევზი
მდიდარია ომეგა-3 და ომეგა-6 ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია თავის ტვინის სრულფასოვანი მუშაობისათვის.

2. ვაშლი
მდიდარია C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ტვინს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ. ისინი აგრეთვე ებრძვიან ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ალცგეიმერი და პარკინსონი. სასარგებლო არიან გულის ჯანმრთელობისთვის და კიბოსგან დაცვის საქმეში.

3. წითელი ნაყოფები (ქლიავი, ჟოლო, მაყვალი...)
ისინი შეიცავენ C ვიტამინს, ფოლიუმმჟავას, ლიმონმჟავას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ანტიოქსიდანტებს და ეხმარებიან უჯრედების დაბერების არიდებას.
ეს ნაყოფები ანთებითსაწინააღმდეგო დანიშნულების არიან, აცილებენ თავის ტვინის დაზიანებას და აუმჯობესებენ მახსოვრობას, სწავლების უნარს.
ამის გარდა ისინი გვიცავენ ასაკის გამო მახსოვრობის დაკარგვისგან და ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა პარკინსონი და ალცგეიმერი.
ისინი შეიცავენ ნერვული სისტემისთვის მნიშვნელოვან მრავალ ვიტამინს და მინერალს, აგრეთვე ომეგა-3-ს.

4. სელის თესლი აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას
და არა მარტო ამას: იგი ამცირებს ტვინის ანთებას და აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.

5. კაკალი
მდიდარია მინერალებით (კალიუმი, ფოსფორი, ცინკი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი), B და E ვიტამინებით. ის ხელს უწყობს თავის ტვინის ჯანმრთელობას და ამცირებს გულის დაავადებებს. ის გამოიყენება მახსოვრობის გასაუმჯობესებლად და შემეცნებითი ფუნქციების გასამყარებლად.
რეკომენდირებულია ყოველ დღე ერთი მუჭა კაკლის ჭამა.

6. ზეითუნის ზეთი და ავოკადო
ისინი ამყარებენ ნეირონების სტრუქტურას და თავის ტვინის სისხლძარღვების მთლიანობას.

7. მწარე შოკოლადი
ეს შოკოლადი გამოირჩევა კაკაოს უფრო მეტი პროცენტული შემცველობით.
ის ასტიმულირებს ტვინს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არიდებს გულის პრობლემებს.
ამის გარდა ის ამყარებს უძილობით დატანჯული ადამიანების ტვინს, ანელებს დაბერებას და არიდებს როგორც ჰიპერტონიის, ისე დიაბეტის განვითარებას.

8. ნიახური
ეს საკვები შეიცავს ჩვენი მახსოვრობისათვის სასარგებლო თვისებებს და ფლობს ლიუთეოლინს, ფლავონოიდს, რომლებიც ამცირებენ ტვინის გააქტიურებელი მოლეკულების დაბერებას.
ის ანტიოქსიდანტია, ანტიბაქტერიულია, წმინდავს სისხლს, არიდებს შარდის მჟავას, ამცირებს თავის ტვინის ანთებას.
ნიახური ასევე ამცირებს თავის ტკივილებსა და შაკიკს.

ამ პროდუქტების მოხმარების კვალობაზე გირჩევთ მოერიდოთ შაქრის მაღალი შემცველობის, აგრეთვე კონსერვანტებისა და დანამატებების შემცველი პროდუქტების მიღებას.

არსებობს მახსოვრობის გაუმჯობესების ბუნებრივი სუპერ-რეცეპტი: როზმარინის ღვინო

მისი მომზადება ერთობ მარტივია:
ქილაში მოათავსეთ როზმარინის სამი ღერო, დაასხით 500 მლ მშრალი წითელი ღვინო და დაამატეთ 200 მლ თაფლი.
დატოვეთ ნარევი 15 დღით ბნელ ადგილას.
რეკომენდირებულია დღეში სამჯერ თითო-თითო სუფრის კოვზის მიღება: დილით უზმოზე საუზმის წინ, სადილის წინ და დაძინებამდე 1 საათით ადრე.

ყურადღება! როზმარინის ღვინო არ უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აწუხებთ ალკოჰოლიზმი ან აქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთ შემთხვევაში ღვინოს ნაცვლად გამოიყენეთ ვაშლის ძმარი.