2 ინგრედიენტი, რომელიც რამდენიმე წუთში თქვენს კანზე საოცარ ეფექტს მოახდენს

2 ინგრედიენტი, რომელიც რამდენიმე წუთში თქვენს კანზე საოცარ ეფექტს მოახდენს
დაფქული შავი პილპილი ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება. ეს გახლავთ შესანიშნავი სანელებელი უამრავი კერძისთვის, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ შავი პილპილის ეთერზეთი დადებითად ზემოქმედებს მხედველობაზე, სისხლის მიმოქცევაზე, კუნთებისა და ძვლების ზრდაზე. იგი უამრავ სასარგებლო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს. ჩვენს დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ნიღბის რეცეპტებს კანისთვის, რომლებიც საგრძნობლად გააუმჯობესებს მის მდგომარეობას. მოსინჯეთ! წარმოუდგენელი ეფექტია!

იოგურტი და პილპილი. გამწმენდი ეფექტი
  • შეურიეთ 1 ს.კ. დაფქული შავი პილპილი და 2 ს.კ. იოგურტი.
  • მიღებული მასა წაისვით წრიული მოძრაობებით სუფთა კანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით.

ეს ნიღაბი გაწმენდს კანს, მოაცილებს ნებისმიერ შავ ლაქებს და მბზინვარებას შესძენს მას.

ნიღაბი პილპილითა და თაფლით გამონაყარის საწინააღმდეგოდ




ინგრედიენტები:
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • კვერცხის ცილა (ათქვეფილი)
  • 1 ს .კ. თაფლი

გამოყენება

  1. მოურიეთ ინგრედიენტები და წაისვით სახეზე.
  2. გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით.

ეს ნიღაბი გაგათავისუფლებთ გამონაყარისგან.