იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნაზავები
უმთავრესი ფასეულობა ჩვენ ცხოვრებაში, რის გარეშეც შეუძლებელია სხვა მიღწევები - ეს არის ჯანმრთელობა. მისი ოპტიმალურ ფორმაში შესანარჩუნებლად არ შეიძლება აფთიაქების იმედად ყოფნა - უფრო ქმედითია ყოველ დღე საკუთარ რაციონში ისეთი სასარგებლო პროდუქტების ნაზავის დამატება, რომლებიც ორგანიზმზე საერთო გამამყარებელ ზემოქმედებას ახდენენ. FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ გაეცანით ასეთი სახალხო რეცეპტებს.
იმუნიტეტის ასამაღლებელი ნაზავის მომზადება
ძალიან დასანანია, რომ გაცივებით დაავადების შესახებ ადამიანთა უმრავლესობას ახსენდება მაშინ, როდესაც ავადმყოფობა უკვე სახეზეა: ასეთ შემთხვევაში სააფთიაქო სინთეტური წამლების გარეშე ფონს ვერ გახვალთ. ბევრად ქმედითია, ხოლო პერსპექტივაში ნაყოფიერია - დროულად მივაქციოთ ყურადღება ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს. იმუნიტეტის ასამაღლებლად დიდი ხარჯი არ დაგჭირდებათ - საჭიროა მხოლოდ საკუთარ რაციონს დაუმატოთ მკვებავი, გემრიელი ნაზავები, რომლებიც შეიცავენ იმუნიტეტის ამაღლებისათვის სასარგებლო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.
ასეთ გემრიელ პროფილაქტიკურ კოქტეილებს ამზადებენ ხილის რბილეულისგან, კაკლებისგან, თაფლისგან და სხვა ინგრედიენტებისგან. ის, რომ შემადგენელი კომპონენტები ხელმისაწვდომია და ადვილად შეიძლება მათი ყიდვა უახლოეს მაღაზიაში ან ბაზარში - კიდევ ერთი არგუმენტია იმუნიტეტის გამამყარებელი ნაზავების სასარგებლოდ. ასეთ სამკურნალო საშუალებებს კარგადაც დააგემოვნებს თუნდაც პატარა ბავშვი - ბავშვები ხშირად აღიქვამენ საკვების ასეთ დანამატს არა როგორც სამკურნალო საშუალებას, არამე როგორც დესერტს! გაეცანით ასეთი ვიტამინური დანამატების სხვადასხვა რეცეპტებს და დაიწყეთ რომელიმე მათგანის მირება ტქვენი ჯანმრთელობის გასამყარებლად!
მშრალი ხილის ნაზავი იმუნიტეტის ასამაღლებლად
მიუხედავად იმისა, თუ რომელი კონკრეტული ხილისგან არის გაკეთებული ეს გამომშრალი პროდუქტი, ის ყოველთვის შეიცავს იმ ფასეული ვიტამინებისა და მიკროელემენტების ძალიან სასარგებლო კონცენტრატს, რომელიც ახალ ნაყოფში არის. იმუნიტეტის გასამყარებელ ნაზავში ხშირად იყენებენ ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა ჭერმის ჩირი, შავქლიავი, ქიშმიში, ლეღვი, ფინიკები და თუნდაც გამომშრალი ვაშლები მსხლებთან. საკუთარი ორგანიზმის დამცავი ძალების გამყარებისათვის ისარგებლეთ შემდეგი რეცეპტით:
კაკლების ნაზავი იმუნიტეტისათვის
რა სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისათვის ამ პროდუქტს? უნდა ითქვას, რომ კაკლები მდიდარი არიან ცილებით, ფასეული ყოვლადგაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით და ანტიოქსიდანტებით, რომლების არა მარტო აძლიერებენ იმუნიტეტს, არამედ თავის თავზე იღებენ თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფის ფუნქციას. ამ პროდუქტის ზოგიერთ სახეს ექიმები ურჩევენ მცირე დოზით მიიღონ ყოველ დღე, მაგალითად, ნიგოზი, რომელსაც ხშირად "ტვინის ბუტერბროდად" მოიხსენიებენ. ისინი ერთობ ფასეული არიან ადამიანის ფიზიკური და გონებრივი ძალების აღსადგენად. შეეცადეთ გაიმყაროთ საკუთარი იმუნიტეტი შემდეგი ადვილად მოსამზადებელი მარტივი ნაზავით:
კითხვის გასაგრძელებლად გადადით მეორე გვერდზე.

- თბილი წყლით გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცით გააშრეთ ჭერმის ჩირი, ქიშმიში, ლეღვი, ფინიკები - თითოეული მშრალი ხილი უნდა აიღოთ 200 გრამის ოდენობით. თუ შავქლიავისგან მოსაცილებელია კურკები, წინასწარ ამყოფეთ ის ადუღებულ წყალში 5-10 წუთის განმავლობაში.
- ყურადღებით დანაყეთ ინგრედიენტები ბლენდერით, ან ხორცის საჭრელში გაატარეთ ისინი.
- მშრალ ხილს დაამატეთ თაფლი - 200 გრამი, ყველაფერი კარგად აზილეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ქილაში, დახურეთ მჭიდრო სახურავით, შედგით მაცივარში.
- რეკომენდირებულია 1 ჩაის კოვზი ნაზავის შეჭმა დილით უზმოზე, ასევე სადილისა და ვახშამის წინ.
კაკლების ნაზავი იმუნიტეტისათვის
რა სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისათვის ამ პროდუქტს? უნდა ითქვას, რომ კაკლები მდიდარი არიან ცილებით, ფასეული ყოვლადგაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით და ანტიოქსიდანტებით, რომლების არა მარტო აძლიერებენ იმუნიტეტს, არამედ თავის თავზე იღებენ თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფის ფუნქციას. ამ პროდუქტის ზოგიერთ სახეს ექიმები ურჩევენ მცირე დოზით მიიღონ ყოველ დღე, მაგალითად, ნიგოზი, რომელსაც ხშირად "ტვინის ბუტერბროდად" მოიხსენიებენ. ისინი ერთობ ფასეული არიან ადამიანის ფიზიკური და გონებრივი ძალების აღსადგენად. შეეცადეთ გაიმყაროთ საკუთარი იმუნიტეტი შემდეგი ადვილად მოსამზადებელი მარტივი ნაზავით:
- 0,5 ლ მოცულობის ქილაში პირამდე უნდა მოათავსოთ მთელი და მშრალი (არა მობრაწული!) კაკლის გულები, შემდეგ დაასხით თხევადი თაფლი.
- ჭურჭელს დააფარეთ ქაღალდი, შემოჭერით. შედგით მაცივარში დასაყენებლად 2 კვირით.
- მიიღეთ ნაზავი ერთი თვის განმავლობაში (1 ჩაის კოვზი უზმოზე). 10-14 დღიანი შესვენების შემდეგ შეიძლება კურსის გამეორება. მნიშვნელოვანია ერთი რამ: საჭიროა ჭამის შეწყვეტა, თუ სახეზეა ალერგიული რეაქციის ნიშნები!