უძველესი ხალხური რჩევები პნევმონიის სამკურნალოდ
პნევმონია - ფილტვების ანთება. ფილტვების ინფექციური დაავადება შეიძლება განვითარდეს როგორც დამოუკიდებლად ასევე სხვა დაავადებების გართულების სახით. პნევმონია გადამდები არ არის. პნევმონიის განვითარებას ხელს უწყობს წელიწადის გარკვეული დრო: ხშირია იანვარ-მარტში, მცირდება აგვისტო-ოქტომბერში. დაავადება გვხვდება ყველა ასაკში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ხანდაზმულებსა და ახალშობილებში. მის სამკურნალოდ არაერთი რეცეპტი გააჩნია ხალხურ მედიცინას, რომლის ნაწილსაც ახლა შემოგთავაზებთ.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- 200 გრ კულმუხოს ფესვები დააქუცმაცეთ, მოხარშეთ და 1ლ წყალში, 20 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ. ნახარშს დაუმატეთ 100 გრ შტოში და 3 ს/კ თაფლი. მიიღება 2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში.
- ჭინჭრის ფესვები მოხარშეთ შაქრიან სიროფში 30 წთ. გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 5-6-ჯერ დღეში.
2 ს/კ დაქუცმაცებული კულმუხოს ფესვები მოხარშეთ 500 მლ კოჰორში. მიიღება 50მლ 2-ჯერ დღეში. - ხალხურ მედიცინაში იასამანი ოდითგანვე გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, ოფლმდენი და შარდმდენი, პნევმონიის, ტუბერკულოზის, რევმატიზმის სამკურნალოდ. აიღეთ 1 ს/კ იასამანის ყვავილები, დაასხით 1 ჭ მდუღარე, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში ნაყენი მზადდება ასევე არაყზეც: 1 წილი იასამანი 5 წილი არაყი, გააჩერეთ 7 დღე ბნელ ადგილას, გაწურეთ. მიიღება 30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
- პნევმონიის დროს შეიძლება გაკეთდეს ხაჭოს კომპრესი. ამ კომპრესის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპიამდე. ხაჭო ნებისმიერი ხარისხის შეაცხელეთ არა ცეცხლზე, არამედ გამათბობელზე ან გაცხელებულ, გამორთულ ღუმელში, შეიძლება შეურიოთ თაფლი: 100 გრ ხაჭო და 1 ს/კ თაფლი. კომპრესი შრეობრივად ასეა: ტილოზე თხელ ფენად წასმული ხაჭო ედება სხეულზე, შემდეგ გასანთლული ქაღალდი, პირსახოცი და შალის ნაჭერი.
- პნევმონიის დროს, ხველისგან გასათავისუფლებლად: აადუღეთ 1 ჭ არაპასტერიზებული რძე, მოათავსეთ მასში 2 ც ლეღვის ჩირი. მიიღება ცხელი სახით 1 ჭ 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
- პნევმონიის და პლევრიტის დროს ეფექტურია მკერდისა და ზურგის დაზელვა შემდეგი ნარევით: 1 წილი ცვილი და 4 წილი ბატის ქონი (შეიძლება ქათმის ქონი ან ცხვრის ქონიც) შეურიეთ ერთმანეთში, სქელი მალამოს მიღებამდე.