ქრონიკული პნევმონიის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით
ქრონიკული პნევმონია - ფილტვის ქრონიკული ანთების დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს პერიოდული გამწვავება. ქრონიკული პნევმონიის განვითარების მიზეზი ბევრია: ბოლომდე არანამკურნალევი პნევმონია, ბრონქიტი, პნევმოსკლეროზი, ხშირი რესპირატორული დაავადებები, თამბაქოს მოწევა, გადაცივება, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, მავნე პროფესიული ფაქტორები.
სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი რეცეპტები:
სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი რეცეპტები:
- მოხალეთ 3 ც ხურმის კურკები, დაფქვით ყავის საფქვავში, შეურიეთ ხურმის რბილობი. მიიღება 1 ს/კ დილით უზმოზე თან მიაყოლეთ 2 - 3 ყლუპი თბილი წითელი ღვინო.
- კოთხუჯის ფესვები კარგად გარეცხეთ, მზეზე გააშრეთ, დაფქვით. მიიღება 0,6 - 1 გრ (დანის წვერით ) 3 -ჯერ დღეში ჭამამდე.
- აიღეთ 1 ჩ/კ ფიჭვის კვიტები, დაასხით 100 მლ წყალი, დადგით ცეცხლზე, მუყაოს ქაღალდის ძაბრის მეშვეობით ჩაისუნთქეთ 80 - 100 - ჯერ, ამოისუნთქეთ ძაბრის გარეთ.
- ევკალიპტის ფოთლები გამოიყენება ფიჭვის კვირტების მსგავსად ინჰალაციისთვის. 2 ჩ/კ ევკალიპტის ფოთოლს ესხმება 100 მლ წყალი.
- 15 გრ თხაწართხალა მოხარშეთ 1 ჭ მდუღარეში, გააჩერეთ 1 სთ. მიიღება 1 /3 ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ - ით ადრე.
- ნახველის ამოსაღებად კარგია თხილის გულებისა და თაფლის მიღება, განსაკუთრებით კარგად შველის გახანგრძლივებული ხველის დროს. უფრო სასარგებლოა ტკბილ ღვინოში მოხარშული კედრის წიპწიპო. 50 გრ კედრის წიპწიპო 1.2 ღვინო, ხარშეთ 20 წთ - ის განმავლობაში.
- აიღეთ 1 ჭ გარეცხილი შვრია თავის ჩენჩოთი, დაასხით 1 ლ რძე, ხარშეთ 1 სთ დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ, მიიღება ცხელი სახით თაფლთან ან კარაქთან ერთად. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი მიღება ღამით. საუკეთესოდ მოქმედებს მძიმედ მიმდინარე პნევმონიის დროს და დასუსტებულ ავადმყოფებში.