დაამარცხეთ ფილტვების ანთება ( პნევმონია ) მცენარეული საშუალებებით!
თუ ფილტვების ანთება გახანგრძლივდა და თვეების განმვალობაში არ განიკურნა, მან შეიძლება ქრონიკული ხასიათი მიიღოს. ქრონიკულ პნევმონიაზე მაშინაც უნდა ვიფიქროთ, როდესაც ადამიანს განმეორებით, რამდენჯერმე ემართება ფილტვების ანთება. ქრონიკული პნევმონიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ფილტვების მწვავე ანთების არასრულყოფილი, ბოლომდე მიუყვანელი მკურნალობა. იგი უფრო მეტად ემართება თამბაქოს მწეველებს, ალკოჰოლიკებს, იმ ადამიანებს რომელთაც უკვე აქვთ ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვების ემფიზიმა.
ფილტვების ანთების ( პნევმონიის ) სამკურნალო ხალხური საშუალებები:
ფილტვების ანთების ( პნევმონიის ) სამკურნალო ხალხური საშუალებები:
- ღამის განმავლობაში დაიდეთ კომპრესი: თაფლი - 1 ს/კ, მშრალი მდოგვი - 1 ს/კ, ფქვილი - 1 ს/კ, არაყი - 1 ს/კ. კომპრესის დადებამდე ეს მასა ოდნავ შეათბეთ.
- მზესუმზირის ყვავილები მოათავსეთ ბოთლში, დაასხით სპირტი ან არაყი, გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩ/კ 3- ჯერ დღეში.
- სხვა საშუალებებთან ერთად მიიღეთ ყვავილის მტვერი. 1 ს/კ ყვავილის მტვერს შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 1:1 და მიიღეთ 3- ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 2 - 3 ს/კ ჟოლოს ნაყოფს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ. მიიღეთ ცივი ნაყენი 4 - 5 - ჯერ დღეში.
- აიღეთ ქინძის თესლი - 30 გრ, ფითრი - 4 გრ, ქრიზანთემას ყვავილი - 200 გრ, ასტრას ფესვი - 6გრ, ხმელი ნარევი კარგად დააქუცმაცეთ, აურიეთ, დაასხით 800 მლ მდუღარე წყალი და დაუმატეთ კოჭა დანის წვერზე. შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, მიიღეთ 100 მლ თბილი ნაყენი ყოველ საათში ერთხელ, ბოლო ულუფა - ძილის წინ. ნახარში მიიღეთ თაფლთან, ჰალვასთან, ან დაშაქრულ ხილთან ერთად.
- აიღეთ ვირისტერფას ფოთოლი და ყვავილი - 20 გრ, მრავალძარღვას ფოთოლი - 20 გრ, გულყვითელას ყვავილი - 15 გრ, ორკბილას ყვავილი - 15 გრ, ძირტკბილას ფესვი - 10 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1 ს/კ 4 - 5 - ჯერ დღეში.