როგორ მკურნალობს ხალხური მედიცინა საშვილოსნოს დანამტების ანთებას (ადნექსიტი)
ადნექსიტი არის საშვილოსნოს დანამატების, საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხეების ანთება. ეს ერთ - ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევაა გინეკოლოგიურ დაავადებებში. დაავადებას იწვევს სხვადასხვა ანთების გამომწვევი მიკრობი. ხანდახან ადნექსიტს იწვევს საშვილოსნოს ღრუში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების შეყვანა ( იოდი, სპირტი და ა.შ ). ინფიცირება შეიძლება მოხდეს გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს, მენსტრუაციის დროს, ასევე ლიმფური სისტემიდან ან სისხლიდან სხვა ორგანოების და ქსოვილების ინფექციური დაავადებების დროს. ( ანგინა, ტუბერკულოზი და სხვა ). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითება, ნერვულ - ფსიქიკური გადაძაბვა, გადახურება, გადაცივება, პირადი ჰიგიენის წესების დარღვვევა.
ხალხური რეცეპტები:
ხალხური რეცეპტები:
- თანაბარი რაოდენობის ძიძო და ვირისტერფა აიღეთ. 1 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, მოხარშეთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 3 -4 ს/კ 5 -ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 2 - 3 კვირა.
- 20 გრ ყვითელი ძიძო, ასისთავა, ვირისტერფას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში: 1 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ. გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ 6 - ჯერ დღეში. 3 - 4 კვირა (სქესობრივი კავშირისგან თავი უნდა შეიკავოთ ).
- 2 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ წიწმატურას დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ. გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ - ჯერ დღეში.
- აიღეთ 200 გრ ასკილი, 20 გრ გრაკლა, 20 გრ ზიზილა, 20 გრ მარმუჭი. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნაკრებს დაასხით 1/2 ლ წყალი, გააჩერეთ 5 სთ, შემდეგ მიიყვანეთ ადუღებამდე, გააცივეთ, გაწურეთ, ნახარში მიიღეთ დღის განმავლობაში.
- საშვილოსნოს დანამატების და წყლიანი გამონადენის დროს გამოიყენება ღვიის ნაყოფის ნახარში. 15 ც ნაყოფი 1 ჭ წყალში მოხარშეთ. დააყენეთ 4 სთ. მიიღება 1 ს/კ 3 -ჯერ დღეში. ასევე იყენებენ აბაზანის მისაღებად. 50 ც ნაყოფს და ტოტებს დაასხით 1 სათლი მდუღარე, დააყენეთ, გაწურეთ.
- 2 ს/კ ბატის მარწყვბალახას დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ, მიიღება უზმოზე და ყოველი კვების წინ 1/2 ჭიქა, 4 - ჯერ დღეში. ღამით გაიკეთეთ საშოს გამორეცხვა, უფრო კონცენტრირებული ნაყენით. 5 ს/კ ბალახი 1/2 ლ წყალზე. დააყენეთ მთელი ღამე თერმოსში.