ჭიების სამკურნალო ძველი ხალხური მეთოდები
"ჰელმინთოზი" ბერძნული სიტყვაა და პარაზიტი ჭიით გამოწვეულ სნეულებას ნიშნავს. მსოფლიოში ადამიანის 250 - მდე პარაზიტია ცნობილი. მათგან საქართველოში მხოლოდ 25 სახეობაა გამოვლენილი.
ჰელმინთოზებს სამ ჯგუფად ყოფენ: გეო, ბიო და კონტაქტურ ჰელმინთოზებად.
ზოგიერთი მომწიფებული ჭია ადამიანის ორგანიზმის გარეშე ბუნებაში ვერ ძლებს. ასეთები არიან ასკარიდა, ტრიქოცეფალუსი, ენტერობიუსი, თორმეტგოჯას ანკილოსტომა, ამერიკული ნეკატორი, ღორისა და ხარის ლენტურა. ამ პარაზიტებს ჰელმინთოანთროპონოზებს უწოდებენ. არიან ისეთებიც, რომელთა ბიოლოგიური ცვლისთვის ადამიანი აუცილებელი არ არის. ისინი უმთავრესად შინაური და გარეული ცხოველების ორგანიზმში ბუდობენ. ასეთები არიან, მაგალითად, ექინოკოკი, ალვეოკოკი, ტრიქინელა, დიფილობოთრიუმი, ღვიძლის ორპირა. ისინი ჰელმინთოზოონოზების ჯგუფს ქმნიან.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ ნაწლავის ( მუცლის ) ჭიები და დანამდვილებით იცით დიაგნოზი, გაეცანით მკურნალობის ძველ ხალხურ მეთოდებს.

- კარგად დანაყეთ ბროწეულის გამხმარი კანი, ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და საღამოს დაასხით მდუღარე წყალი. მიიღეთ დილით უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობაა რამდენიმე დღე.
- მიიღეთ ერთად არეული ქონდარი და თაფლი უზმოზე.
- მრგვალ ჭიებს ნაწლავებიდან სდევნის კაკლის ფოთლების ჩაი. 50გ გახსენით 1 ლიტრ წყალში და მოადუღეთ.
- სოლიტერის დროს კარგია 2 სუფრის კოვზი გოგრის თესლი უზმოზე. 1 საათის შემდეგ კი ავადმყოფმა უნდა დააყოლოს დიდი დოზით სასაქმებელი.
- სოლიტერზე ასევე კარგია: 10 კბილი ნიორი ჩავყაროთ ადუღებულ რძეში და დავუმატოთ შემდგომ სასაქმებელი.