როგორ შეიძლება დასნებოვნდეს ადამიანი ექინოკოკით
ექინოკოკოზს ლენტისებრი ჭია იწვევს, რომელიც ენდოპარაზიტების ჯგუფს მიეკუთვნება. ნახევრად მომწიფებულ სტადიაში ექინოკოკი ზოგიერთი ცხოველის, მათ შორის - ძაღლის, კატის, მგლის, ტურის, წვრილ ნაწლავში სახლობს ( ეს ცხოველები ექინოკოკის მუდმივი მატარებლები არიან), ხოლო ბუშტის სტადიაში, რომელსაც ფინოზურ სტადიასაც უწოდებენ, უს დროებითი მატარებლის - ადამიანის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის - ორგანოებსა და ქსოვილებში პარაზიტობს.
ექინოკოკი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მისი კვერცხი ოვალურია და ირგვლივ გარსი აკრავს. კუჭ - ნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი კვერცხის გარსს საჭმლის მომნელებელი წვენი შლის და ონკოსფერო - კვერცხის შიგთავსი - თავისუფლდება. მას ექვსი კაუჭი აქვს, რომელთა მეშვეობითაც ის ნაწლავის ლორწოვან გარსს გაივლის და მცირე სისხლძარღვში ან ლიმფურ სადინარში ხვდება. ამ წუთიდან ონკოსფერო კაუჭებს კარგავს და აქტიურად გადაადგილედება. საბოლოოდ ის რომელიმე ორგანოში ხვდება, სადაც იწყება კიდეც ექინოკოკის ცისტის (ბუშტის) ჩამოყალიბება. ეს უკანასკნელი ხშირად უამრავ ჩანასახოვან ბუშტს შეიცავს, საიდანაც სკოლექსები - ნახევრად მომწიფებული პარაზიტის თავები -იბადება.
ექინოკოკით ადამიანი სამი გზით შეიძლება დასნებოვნდეს:
კლინიკური სურათი. ექინოკოკიზი ზოგჯერ ოდნავ შესამჩნევი ნიშნებით ვლინდება, ზოგჯერ - მწვავე სიმპტომებით. იშვიათად დაავადებას ერთბაშად განვითარებული პროგრესირებადი ჩივილები ავლენს. კლინიკური ნიშნები და პაციენტის ჩივილები იმაზეა დამოკიდებული, რომელ ორგანოში (ან ორგანოებში ) ჩამოყალიბდება ექინოკოკის ბუშტი. ასე რომ, სპეციფიკური გამოკვლევების გარეშე ექინოკოკოზის დიაგნოზის დასმა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ექინოკოკის ცისტის გახეთქვას თან სდევს ალერგიული რეაქციები, რომლებიც შემცივნებით, გამონაყარით, ანაფლაქსიური შოკით გამოიხატება.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი და საუკეთესო გზა ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვაა. ბოსტნეული, მწვანილი და ხილი კარგად უნდა გაირეცხოს. კარგი იქნება, თუ გამდინარე წყლით გარეცხვის შემდეგ მდუღარესაც გადაავლებთ. იზრუნეთ შინაური ცხოველების სისუფთავეზეც, მიეცით მხოლოდ სუფთა და შემოწმებული საკვები. ამ გზით არა მარტო ექინოკოკს, უამრავ სხვა დაავადებასაც

- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან;
- სასუნთქი გზებისა და ფილტვების ლორწოვანი გარსიდან;
- ჭრილობის ზედაპირიდან.