როგორი სიმპტომები ახასიათებს ჰელმინთოზებით ინვაზიას?!
ჰელმინთოზი დაავადებაა, რომელსაც ორგანიზმში გარემოდან მოხვედრილი პარაზიტი ჭიები ( ჰელმინთები ) იწვევენ. სულ 250 - მდე ასეთი პარაზიტია ცნობილი. ადამიანის ჰელმინთებს 3 კლასად ყოფენ: მრგვალ, ლენტისებრ და მწოველა ჭიებად. მრგვალ ჭიებს ნემატოდებს უწოდებენ, ლენტისებრს - ცესტოდებს, ხოლო მწოველებს - ტრემატოდებს. თითოეული კლასი რამდენიმე სახეობას აერთიანებს. იმის მიხედვით , რომელი მოხვდება ორგანიზმში, ვითარდება სხვადასხვაგვარი კლინიკური მიმდინარეობის პათოლოგიური პროცესები, რომლებიც სხვადასხვაგვარივე მკურნალობას მოითხოვს, თუმცა ბოლო დროს შეიქმნა ეფექტური ანტიჰელმინთური პრეპარატები, რომლებიც რამდენიმე სახეობის პარაზიტზე მოქმედებს. ეს მით უფრო ხელსაყრელია, რომ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ჭია პარაზიტობდეს.
ჰელმინთოზების კლინიკურ მიმდინარეობაში სამ სტადიას გასახვავებენ:
ჰელმინთები ორგანიზმზე რამდენიმე ტიპის ზემოქმედებას ახდენენ:
ჰელმინთოზის დროს, გარდა ანტიჰელმინთური საშუალებებისა, ზოგჯერ დიეტა და სიმპტომური მკურნალობაც ინიშნება ( საქმე ის არის, რომ ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებსაც სათანადო მკურნალობა სჭირდება).
ჰელმინთოზების კლინიკურ მიმდინარეობაში სამ სტადიას გასახვავებენ:
- მწვავეს, რომელსაც ალერგიული გამოვლინებები ახასიათებს ( ამ დროს პარაზიტის ლარვა ანუ ემბრიონი სისხლძარღვთა სისტემის გავლით ქსოვილებამდე აღწევს და ის სახლდება);
- ლატენტურს - კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეს ( ეს მოუმწიფებელი ჰელმინთების პარაზიტობით არის გამოწვეული );
- ქრონიკულს, რომელიც პარაზიტის მომწიფებისა და კვერცხდების დაწყების შემდეგ ვითარდება.
ჰელმინთები ორგანიზმზე რამდენიმე ტიპის ზემოქმედებას ახდენენ:
- მექანიკურს. მიგრაციის დროს, ასევე ლოკაციის ადგილას, ჭიები ქსოვილებს აზიანებენ და ნეკროზს იწვევენ;
- ტოქსიკურს. პარაზიტის სპეციფიკური ანტიგენები, ფერმენტები და სხვა გამონაყოფი ორგანიზმს წამლავს;
ალერგიულს; - ნერვულ - რეფლექსურს. ორგანოებისა და ქსოვილების მუდმივი გაღიზიანების გამო ცენტრალურ ნერვულ სისტემაში წარმოიქმნება აღგზნების კერები;
- დაბოლოს, ჰელმინთები დიდი რაოდენობით მოიხმარენ ვიტამინებს, რომელთაც ადამიანის ქსოვილებიდან და სისხლიდან იღებენ.