ჰელმინთოზების ( ჭიები ) სამკურნალო ხალხური ნაცადი რეცეპტები.
პარაზიტიზმი ბუნებაში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და ისეთ დაავადებებსაც უდევს საფუძვლად, როგორიც არის ჰელმინთოზი.
"ჰელმინთოზი" ბერძნული სიტყვაა და პარაზიტი ჭიით გამოწვეულ სნეულებას ნიშნავს. მსოფლიოში ადამიანის 250 - მდე პარაზიტია ცნობილი. მათგან საქართველოში მხოლოდ 25 სახეობაა გამოვლენილი.
ჰელმინთოზების სამკურნალოდ ხალხურ ნაცად რეცეპტებს გთავაზობთ:
"ჰელმინთოზი" ბერძნული სიტყვაა და პარაზიტი ჭიით გამოწვეულ სნეულებას ნიშნავს. მსოფლიოში ადამიანის 250 - მდე პარაზიტია ცნობილი. მათგან საქართველოში მხოლოდ 25 სახეობაა გამოვლენილი.
ჰელმინთოზების სამკურნალოდ ხალხურ ნაცად რეცეპტებს გთავაზობთ:
- ხეშავის ნაყოფის ნახარში ( 20 გრ ნაყოფი, 200 მლ მდუღარე ) - მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ძილის წინ.
- ხეშავის ნაყოფის ნაყენი ( 1 ს/კ ნაყოფი, 200 - 300 მლ მდუღარე, დააყენეთ 8 საათი ) - 1 ს/კ დღეში 3 - 4 - ჯერ, 1/2 ჩ/ჭ ძილის წინ.
- კრაზანას ნაყენი ( 15 გრ ბალახი, 100 მლ მდუღარე ) - 90 - 150 მლ დღეში 3 - ჯერ სამი დღის განმავლობაში ( 1 - დან 7 - წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ). ბოლო დღეს მიეცით საფაღარათო საშუალება. სულ ჩაატარეთ ასეთი კურსი10 - 12 დღიანი შუალედებით.
- ასკარიდებით ინვაზიის დროს: აბზინდის ნაყენი ( 1 ს/კ ბალახი, 200 მლ მდუღარე, დააყენეთ 10 წთ ) - 3 ს/კ. 10 დღის განმავლობაში უზმოზე ( დილით ) და ძილის წინ ( საღამოს ). ნაყენის ყოველი მიღების შემდეგ 1/2 ჩ/ჭ გახეხილი სტაფილო.
- მრგვალი ჰელმინთებით ინვაზიის დროს: აიღეთ დაფშვნილი ფითრის ბალახი და კატაბალახას ფესვი თანაფარდობით 1:2. მიიღეთ 1 ჩ/კ ნარევი 3 დღის განმავლობაში, დააყოლეთ წყალიდა დიდი რაოდენობით გახეხილი სტაფილო.
- წვრილი ნემატოდებით ინვაზიის დროს: აიღეთ თანაბარი რაოდენობით ასისთავას, ნეგოსა და ასფურცელას ბალახი. 15 გრ ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3 - 4 - ჯერ.