ხალხური მედიცინის საშუალებები გამოყენებული სხვადასხვა სახის მუცლის ჭიების წინააღმდეგ!

ხალხური მედიცინის საშუალებები  გამოყენებული  სხვადასხვა  სახის  მუცლის ჭიების წინააღმდეგ!
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ ნაწლავის (მუცლის) ჭიები და დანამდვილებით იცით დიაგნოზი, გაეცანით მკურნალობის ძველ ხალხურ მეთოდებს.

ბროწეული. მოხარშეთ 1 ბროწეულის დაქუცმაცებული ქერქი 150 მლ ადუღებულ წყალში. შემდეგ საათნახევრის განმავლობაში შესვით ნახარში 3 ჯერზე, საჭმლის მიუღებლად. 3- 4 სთ - ის გასვლისას მიიღეთ სასაქმებელი.

წითელი წიწაკა. რეგულარულად იხმარეთ საკვებში დიდი რაოდენობით წითელი ცხარე წიწაკა ( ახალიც და ფხვნილიც ).

ნიორი. ათი თავი ნიორი, მიღებული მჟრალ რძესთან ერთად, რუსი ექიმბაშების აზრით, გამოდევნის მუცლის ჭიის ყველა სახეობას. ნივრის ჭამიდან 2 სთ - ის შემდეგ უნდა მიიღოთ სასაქმებელი.

ნარევი
აიღეთ 100 გრ გაფცქვნილი და კარგად დანაყილი გოგრის თესლი ( უკეთესია შარშანდელი, გამხმარი ), 50 გრ კაკაო, ცოტაოდენი შაქარი და რამდენიმე წვეთი წყალი, აურიეთ ერთმანეთში, დაზილეთ ცომივით. ამ ცომით გააკეთეთ 20 პატარა კვერი და დააყარეთ მათ შაქრის ფხვნილი. მკურნალობის პირველ დღეს არაფერი შეჭამოთ და არ შესვათ. მეორე დღეს დილით მიირთვით ყველა კვერი სათითაოდ ყოველ 10 წუთში. მუცლის ჭიები იწყებენ სწრაფად გამოსვლას.

ნაკრები
აიღეთ აბზინდის ფოთლები და დანაყილი გოგრის თესლი თანაბრად. ბოთლში მოათავსეთ მესამედამდე ნარევი და დაასხით პირამდე არაყი. დააყენეთ ერთი კვირა სითბოში ან მზეზე. სვით ნაყენი 2 - ჯერ დღეში სირჩით უზმოზე რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ გაარკვევთ რომ კუჭ - ნაწლავი სავსებით გაიწმინდა. მუცლის ჭიებისგან.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური