როგორ ავიცილოთ თავიდან რაქიტი
რაქიტის ერთ - ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც განპირობებულია კანში მისი წარმოქმნის უკმარისობით. ასევე საკვებთან ერთად მისი მიწოდების შეფერხებით, ნაწლავში შეწოვის პროცესების დაქვეითებით და სხვა.
აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დიდი ხნის დავიწყებული რაქიტი დაბრუნდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი აღორძინება უკავშირდება ორგანიზმის D ვიტამინით არასათანადო მომარაგებას. ძუძუთი კვების ისეთ შემთხვევაში, როდესაც D ვიტამინს დამატებით არ იღებდნენ, ყველა ბავშვს რაქიტი განუვითარდა.
რაქიტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს D ვიტამინით უზრუნველყოფას პერორალური გზით (ანუ ამ ვიტამინით მდიდარი საკვების, ასევე თავად D ვიტამინის მიღებას ). ამაზე ზრუნვა ორსულობის პერიოდშივე უნდა დაიწყოს.
თანამედროვე მონაცემებით, ორსულის კვება ზომიერად მრავალფეროვანი უნდა იყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცილოვანი ინგრედიენტების შემცველი (ცხოველური და მცენარეული ) პროდუქტების ყოველდღიურ გამოყენებას.
ცხოველური პროდუქტებიდან ორსული უნდა იღებდეს ხორცს, თევზს, კვერცხს, ხაჭოს, ყველს, რძეს, ნადუღს, მაწონს, კეფირს.
მცენარეულიდან - პურს, კარტოფილს, ლობიოს, ბარდას, ბურღულეულს.
უმნიშვნელოვანესი ცხიმები - ნაღები, კარაქი, არაჟანი, კვრცხის გული, მცენარეული ზეთი.
როდესაც ბავშვი არ ან ვერ იღებს D ვიტამინს საკვებთან ერთად თუ პრეპარატის სახით, ის არ არის დაზღვეული რაქიტის განვითარებისგან.
ყველაზე მეტ D ვიტამინს შეიცავს:

- ნაღების კარაქი;
- თევზის ქონი;
- კვერცხი (განსაკუთრებით - გული);
- ხიზილალა.