პროდუქტები, რომლებიც ებრძვიან ვიტამინების დეფიციტს ორგანიზში და საგრძნობლად აღადგენენ მათ!
ავიტამინოზი არის ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია საკვებში ვიტამინების ნაკლებობით. მაგ. რაქიტი, სურავანდი და პელაგრა. მას ძირითად გამომწვებ მიზეზებად ითვლებიან: ცუდი კვება, კუჭნაწლავის ფუნქციის დარღვევა.
- კანის ქავილი, კანის იფექციები - A ვიტამინის უკმარისობა, რომელიც აღდგება რძის, ნაღების კარაქის, კვერცხის, მწვანე ბოსტნეულის, სხვადასხვა ბალახის და ფოთლის დახმარებით.
- კუნთების სისუსტე - E ვიტამინის უკმარისობა, მას შეიცავს მცენარეული ზეთი, ნიგოზი, კვერცხი, მარცვლოვნები, გაღვივებული მარცვლოვნები.
- ფეხის თითების დაბუჟება და ჩხვლეტა - პანტოტენის მჟავის აუცილებლობა, რომელსაც შეიცავს პარკოსნები, სოკო, ყვავოლოვანი კომბოსტო და სატაცური.
- ქერტლი, მშრალი თმა - ბიოტინის უკმარისობა, რომელსაც შეიცავს კვერცხის გული, ნიგოზი, სუბპროდუქტები.
- ანემია, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები - აუცილებელია ფოლიუმის მჟავის მიღება. მას შეიცავს საფუარი, მწვანე ბოსტნეული და მწვანილი.
- სიბნელეში მხედველობის დაქვეითება - დაკავშირებულია A ვიტამინის ნაკლებობასთან, რომელსაც შეიცავს სტაფილო, პომიდორი, მუქი - მწვანე ბოსტნეული და ფოთლები, ცხიმიანი თევზი, ღვიძლი, კვერცხის გული, რძე, ყველი, ნაღების კარაქი.
- გაღიზიანებულობა, ცუდი ძილი, უძილობა - საჭიროა B2 ვიტამინის მიღება, რომელსაც შეიცავს ბურღულეული, მჭლე ხორცი, ღვიძლი, საფუარი.
- ნევროზულობა, დეპრესიული მდგომარეობა, დაბალი ტონუსი - აუცილებელია B1, B5, B6, B12 ვიტამინების მიღება, რომლებსაც შეიცავს ნიგოზი, თხილი, ბურღულეული, გაღვივებული მარცვლოვნები, თევზი, პარკოსნები, ღვიძლი, კვერცხი, რძე.
- ბზარები ტუჩების კუთხეებში, ტუჩების სიმშრალე - აუცილებელია B2 ვიტამინის მიღება, რომელსაც შეიცავს ყველი, რძე, საფუარი , ხორბალი.
- ღრძილებიდან სისხლდენა - C ვიტამინის უკმარისობა, რომელსაც შეიცავს პომიდორი, ყაბაყი, კენკრა, ყველა ციტრუსი.