ხალხური მედიცინის საშუალებები რაქიტის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ
რაქიტი - ორგანიზმის საერთო დაავდებაა, რომელსაც " ინგლისურ ავადმყოფობას " უწოდებენ; გამოწვეულია D ვიტამინისა და მზის სხივების უკმარისობით, იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის გამოც ირღვევა ძვლების მინერალიზაცია. ავადდებიან ბავშვები 1-3 წლის ასაკში ( უპირატესად ზამთრის პერიოდში ), ზოგჯერ კი სქესობრივი მომწიფების დროს.
რაქიტის განვითარებას იწვევს არარაციონალური, ცუდად დაბალანსებული კვება, ბავშვების უხეირო მოვლა, არასაკმარისი ყოფნა სუფთა ჰაერზე და მზის სინათლის უკამრისობა, ხშირი გაცივება და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ავიტამინოზი.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ დაავადების ყველაზე ადრეულ სიმპტომებს წარმოადგენს ძუძუთა ბავშვის კეფის დარბილება, რასაც ხშირად თან სდევს კეფის ოფლიანობა და მისი გამელოტება. კალციუმის რაოდენობა ძვლებში ძალზე კლებულობს. თანდათანობით თავის ქალის ნაკრები შლას იწყებენ, ყიფლიბანდი დიდდება, თუმცა ის ერთი წლის ბავშვისთვის სავსებით დახურული უნდა იყოს.
რაქიტის განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ძუძუთა ბავშვების ბანაობა შვრიით გამოტენილ პატარა ლეიბზე , ხოლო როცა წამოიზრდებიან - ბანაობა მარილიან წყალში და ზაფხულში ჩაფვლა ცხელ ქვიშაში. ზამთრობით და ზაფხულობით ბავშვმა უნდა მიიღოს მზის აბაზანები, ჯერ მცირე ხნით, ხოლო შემდეგ ერთ საათამდეც კი. მზის აბაზანების მერე ბავშვს ბანენ თბილი წყლით და ამშრალებენ რბილი პირსახოცით.
ხალხური მედიცინის საშუალებები რაქიტის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ
გულყვითელა ( კალანდუა ). 2 ს/კ ყვავილედი 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. დავაყენოთ შეფუთული 1 სთ, გავწუროთ. მოზრდილებმა მიიღონ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში; ბავშვებისთვის დოზა შეამცირეთ ასაკის შესაბამისად.
კაკალი. 1 ს/კ გამხმარი ფოთლები 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. დავაყენოთ შეფუთული 1 სთ, გავწუროთ . მივიღოთ თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში რაქიტისას.
მხოხავი ჭანგა. აიღეთ 20 გრ ბალახი 200 მლ ადუღებულ წყალზე. სვით თითო ჭიქა 3-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში; მიიღეთ აბაზანები 1-2-ჯერ კვირაში შემდეგი შემადგენლობის ნახარშიდან: მხოხავი ჭანგას 50 გრ ბალახი ნახევარ ვედრო წყალზე.
ია სამფეროვანი. 1 ს/კ ბალახი 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. დააყენეთ შეფუთული 1 სთ, გაწურეთ . მიიღეთ თითო ს/კ 3-4-ჯერ დღეში. სამფეროვან იის ნახარშს იყენებენ სამკურნალოდ გარეგანადაც სველსაფენებისა და აბაზანების სახით.
რჩევა
კომბოსტო , ჭარხალი, სტაფილო - ხარშეთ ერთად. ნახარში მიეცით დასალევად რაქიტისგან დატანჯულ ძუძუთა ბავშვებს დღეში რამდენჯერმე.
აბაზანები რაქიტის დროს
თავშავა. ერთი მუჭა ბალახი 3 ლ ადუღებულ წყალზე. დააყენეთ შეფუთული 30 წთ ან ადუღეთ 10 წთ. გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში.
კაკალი. ნახევარი კგ ფოთლები 3-5 ლ წყალზე. ადუღეთ 20 -30 წთ. ნახარში გაწურეთ და გადაასხით აბაზანაში. ბავშვები აბანავეთ რაქიტის, სურავანდის ( საყმაწვილოს ) და კანის სხვადასხვა დაავადების დროს.
თივის ნაფშვნეტი. ერთი მუჭა თივის ნაფშვნეტი 3 ლ წყალზე. ვადუღოთ 15-20 წთ. ნახარში გავწუროთ და გადმოვასხათ აბაზანაში.