ცილა ცხიმს ადნობს! ტოპ-10 პროდუქტი, რომელშიც უფრო მეტი ცილაა, ვიდრე ხორცში
ხორცს მრავალფეროვანი მცენარეული ალტერნატივა აქვს. პროტეინის საკმარისი რაოდენობის მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი კვერცხი ან სტეიკი, ან კილოგრამობით ქათმის გულმკერდის ჭამა!
ცილას მცენარეული წყაროები:
1. კაკლეული
კაკლების მაღალი მკვებავი ფასეულობა (100 გ პროდუქტზე 25 გ ცილა) ამ პროდუქტს მცენარეული დიეტის შეუცვლელ კომპონენტად აქცევს. დიდი კალორიულობის კომპენსაცია შეიძლება, თუ მათ ნედლი სახით ჭამთ ან ოდნავ დაბრაწავთ ფურნაკში. ერთი მუჭა ნუში, თხილი ან კაკალი ბალახიან ჩაისთან ერთად - ტკბილეულის იდეალური ჩანაცვლებაა.
2. თესლეული
სელის, ვაციწვერას, მზესუმზირას, ქუნჯუთის და ყაყაჩოს თესლების რეგულარული მოხმარება წარმოადგენს რაციონში ცილების (აგრეთვე სასარგებლო ცხიმების და უჯრედისების) რაოდენობის გაზრდის ყველაზე მარტივ ხერხს. დაამატეთ ისინი სალათებს, კოქტეილებს, ნაცხობებს, სუპებსა და ფაფებს. გაოცდებით გემოს ახალი გამოვლინებებით!
3. კინოა
ეს ფსევდომარცვლოვანი კულტურა, უბრალოდ ნაცარქათამა, შეიცავს უფრო მეტ ცილას, ვიდრე ნებისმიერი სხვა მარცვლოვანი დედამიწაზე (100 გ პროდუქტზე 16 გ ცილა). ნასა (აშშ-ს კოსმოსური სააგენტო) სერიოზულად განიხილავს კინოას საპლანეთაშორისო ექსპედიციების ეკიპაჟების წევრებისათვის ცილისა და მიკროელემენტების სრულფასოვან წყაროდ.
კინოას იყენებენ, როგორც მარცვლეულს (მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა არ არის მარცვლოვანი): დამარილებულ წყალში 15 წუთი ხარშვა და მზად არის ფხვიერი ფაფა ფაქიზი კაკლის გემოთი.
4. ოსპი
უსამართლოდ მივიწყებული, მაგრამ ახლა უკვე პოპულარული პროდუქტი. პარკოსანის ფერის მიუხედავად (ყავისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი) აიღეთ ის და მოამზადეთ, მაგალითად, ოსპის სუპი-პიურე. ამ პროდუქტის სარგებლიანობა უსაზღვროა!
5. მუხუდო (სისირი)
ვეგეტარიანული ფლავი, ფალაფელი, ხუმუსი და თუნდაც სამარხვო ძეხვი - აი რა შეიძლება დამზადდეს თურქული ბარდასგან. და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. დაამატეთ სალათებს, გააკეთეთ კატლეტები, გამოაცხვეთ ნაზუქები, მოხარშეთ სუპები! ერთი სიტყვით, მუხუდოს შეუძლია ხორცის ჩანაცვლება პრაქტიკულად ყველა ხორცოვან კერძში.
6. ტოფუ
სოიას ხაჭო - პოპულარული პროდუქტია ვეგეტარიანელებს შორის. მას კიდევ უწოდებენ "ხორცს ძვლების გარეშე". ტოფუ შეიძლება შეიწვას, დამწნილდეს, დაემატოს სალათებსა და სუპებს. ყველი გემოთი სრულად შეეწყობა კერძის დანარჩენ ინგრედიენტებს, ამიტომ მასთან ექსპერიმენტობა ადვილია.
7. ლობიო
თუ გაქვთ კონსერვირებული ლობიოს ქილა, ჩათვალეთ, რომ სრულფასოვანი მსუყე სადილი მზად არის. მობრაწეთ ბოსტნეულთან, დაამატეთ სანელებლები ან მოხარშეთ სქელი შემათბობელი სუპი.
8. სეიტანი
ვეგეტარიანულ წრეებში ხორცის პოპულარულ შემცვლელს აწარმოებენ ხორბლის წებოგვარისგან. ის ჩემპიონია ცილას შემცველობით (100 გ პროდუქტზე 57 გ ცილა). ერგება ყველა კერძს, სადაც საჭიროა ქათმის ან იხვის ჩანაცვლება, ასევე არის სალათის დანამატი ან ყუათიანი წასამხესებელი.
9. ტემპე
კიდევ ერთი ფერმენტირებული პროდუქტი, დამზადებული სოიოს პარკისგან. გამშრალი ბრიკეტი უნდა დაჭრათ პატარა ნაჭრებად და შეწვათ სხვადასხვა სოუსთან. ასეთი რამ ჩინებულად უხდება ბუტერბროდებს ან სალათებს, როგორც ხორცის შემცვლელი.
10. მწვანე ბოსტნეული
ბროკოლი, ისპანახი და სატაცური - ჯანმრთელობისათვის და სილამაზისათვის სასაეგებლო ნივთიერებების ნამდვილი საკუჭნაოა. პროტეინის შემცველობით ისინი ჩამორჩებიან ყველა ზემოთ ხსენებულ პროდუქტს, სამაგიეროდ მათი მოხმარება ზედმეტი წონის მოშორების საწინდარია. მდიდარი შემადგენლობა და დაბალი კალორიულობა - იდეალური ტანდემია!

ისე მოახერხეთ მცენარეული ცილით გაჯერებული პროდუქტების კომბინირება, რომ გაამრავალფეროვნოთ რაციონი, ამყოფოთ სხეული სითბოში და არ ავნოთ ჯანმრთელობას. იკვებეთ სრულფასოვნად და ჯანმრთელად იყავით!
მეგობრებსაც გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია!