აი, როგორ ვიყენებ მე კვერცხის ცილას სილამაზისთვის! 7 ნაბიჯი სრულყოფილებისკენ
ცილის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის ბავშობიდან. მრავალი ქალბატონი უკვე დიდი ხანია იყენებს ამ პროდუქტს კოსმეტიკური საშუალების სახით. FPaparazzi-ს რედაქცია, ჩვენს ერთგულ მკითხველს დღეს გაუზიარებს ნიღბების სასარგებლო რეცეპტებს, სწორედ კვერცხის ცილის გამოყენებით. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ამ სტატიაში თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას ამოიკითხავთ.
კვერცხის ცილა სახის კანისთვის
თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები, არ დაიზაროთ და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. ასევე დაგვიტოვეთ კომენტარებში თქვენს მეირ გამოცდილი საშუალებები, რათა ჩვენს მკითხველს უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაცია ჰქონდეს.
კვერცხის ცილა სახის კანისთვის
- ყველამ არ იცის, რომ ამ პროდუქტს შეუძლია სახის მცირე ნაოჭების გადასწორება. ამისათვის კი საჭიროა ათქვიფოთ ერთი კვერცხის ცილა სქელი ქაფის წარმოქმნამდე, შემდეგ კი დაიტანოთ სუფთა და დატენიანებულ კანზე. როდესაც სახის კანის დაჭიმვის შეგრძნება გაგიჩნდებათ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.
- ცილის ნიღაბი ეფექტურია ფორების გაფართოებისას. ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი ნიღაბი შვრიის ფანტელების დამატებით შედგება. თქვენ უნდა ათქვიფოთ 1 კვერცხის ცილა, 1 ჩ/კ ლიმონის წვენთან ერთად, სქელი ქაფის მიღებამდე. შემდეგ კი მიღებული ნაზავი შეურიოთ 2 ს/კ დაფქულ შვრიის ფანტელებს. ასეთი ნიღაბი უნდა წაისვათ 2-3 ფენად, წინასწარ გაწმენდილ და დატენიანებულ სახის კანზე. როდესაც ნიღაბი გაშრება ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- ნიღაბი კვერცხის ცილის დამატებით დაგეხმარებათ თვალებს ქვემოთ ტომარების მოშორებაში. თავდაპირველად გაალღვეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. გამღვალ თაფლს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი და 1 სუფრის კოვზი კვერცხის ცილა. მოცემული ნიღაბი უნდა დაიტანოთ გაწმენდილ სახეზე და გაიჩეროთ 15 წუთით. პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი რძით.
- კვერცხის ცილა დაგეხამრებათ სახის ცხიმოვანი ბზინვარების მოშორებაში. გამოიყენეთ კვერცხის ნიღაბი, შვრის ფანტელების დამატებით და თქენ ამ პრობლემას სამუდამოდ დაივიწყებთ.
- სკრაბის სახით შეგიძლიათ გაოიყენოთ ცილის ნიღაბი დაფქული თხილით. შეურიეთ ცილა და დაფქული ნუში, კაკალი ან თხილი. შემდეგ კი დამზადებული ნიღაბი წაისვით გაწმენდილ და დატენიანებულ სახის კანზე, მსუბუქი მასირებადი მოძრაობებით. პროცედურის დასრულების შემდეგ ნირაბი ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით.
- აკნეს მოსაშორებლად გამოიყენეთ ცილისა და ვაშლის ნიღაბი. საშუალო ზომის ვაშლი გახეხეთ წვრილ სახეხზე და შეურიეთ ათქვეფილ კვერცხის ცილას. ეს ნიღაბი უნდა წაისვათ მსხვილ ფენად სუფთა სახეზე და გაიჩეროთ 20 წუთის განმავლობაში. პროცედურის ბოლოს ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით.
- ცილის ნიღაბი ძალიან ეფექტურად უმკლავდება კანის ისეთ დეფექტებს როგორიცაა პიგმენტაცია და ჭორფლი. თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ მათეთრებელი ეფექტის მქონე ნიღაბზე. მის მოსამზადებლად საჭიროა შეურიოთ ერთი ათქვეფილი ცილა და ნედლი წვრილად დაჭრილი მწვანილი (საკმარისია 2-3 სუფრის კოვზი).
ნიღაბი უნდა დაიტანოთ სუფთა სახეზე და გაიჩეროთ 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანოთ თბილი წყლით.
თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები, არ დაიზაროთ და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. ასევე დაგვიტოვეთ კომენტარებში თქვენს მეირ გამოცდილი საშუალებები, რათა ჩვენს მკითხველს უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაცია ჰქონდეს.