სახის მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისათვის

სახის მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისათვის
კანი ერთადერთი სამოსია, რასაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში „არ ვიხდით“. შესაბამისად, ჩანთებზე, ლამაზ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე მნიშვნელოვანი სწორედ კანის სწორად „შემოსვაა“. კანის სხვადასხვა ტიპი თვისებურ საგულდაგულო მოვლას საჭიროებს, ამჯერად კი მშრალ კანზე ვისაუბრებთ, რომელიც განსაკუთრებით პრობლემატური ხდება ცივ ამინდებში.

მკვებავი ნიღაბი

მშრალი კანის მოსავლელი და მკვებავი შესანიშნავი საშუალებაა ავოკადო. ამ ნიღბისთვის მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი ავოკადო და ჩანგალი დაგჭირდებათ. დაჭყლიტეთ ნაყოფი და წაისვით მიღებული მასა სახეზე. დაიტოვეთ 20 წუთით (ან მეტიც, თუ შეგიძლიათ). ნიღბის მოცილების შემდეგ ნახავთ, რამდენად „კმაყოფილია“ თქვენი კანი. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დამატებითი ინგრედიენტების გამოყენებაც, მაგალითად თაფლი, ზეითუნის ზეთი, ბანანი და ა.შ.