რჩევები პროფესიონალებისგან: დამწყები მეყვავილის 10 ოქროს წესი!
ყვავილების მოვლა, რომ ხელოვნება ამაზე არავინ დავობს. თუმცა ამ ხელოვებას შესაძლებელია ყველა დაეუფლოს მთავარია დაიცვას ის მინიმალური წესები რაც მცენარეს სიცოცხლისუნარიანობას და განვითარების უბარს შეუნარჩუნებს. ამისათვის გამოცდილი მეყვავილეები გვირჩევენ დავიცვათ 10 ოქროს წესი.
- არ დავალპოთ მცენარე
ფესვებს არა მხოლოდ წყალი, ჰაერიც ესაჭიროებათ. ნიადაგის მუდმივი დატბორვა მცენარეების უმრავლესობის უეჭველ სიკვდილს ნიშნავს. ისწავლეთ მათი სწორად მორწყვა. - ამყოფეთ სიმშვიდეში
თითქმის ყველა ოთახის მცენარეს ზამთარში სიმშვიდე ესაჭიროება. საჭიროა მათი ნაკლებად მორწყვა, ნაკლებად კვება და ნაკლებ ტემპერატურაზე შენახვის უზრუნველყოფა, ვიდრე ამას მათი აქტიური ზრდის პერიოდში ვაკეთებდით. - შეეგუექთ გარკვეული მცენარეების დაკარგვას.
მცენარეები ციკლამენი, ქრიზანთემა და სხვა, რომელსაც ხშირად გამოიყენებენ სასაჩუქრედ, რამოდენიმე კვირის შემდეგ გარდაუვალ ჭკნობას განიცდიან. თქვნი დანაშაული ამაში არ არის - ყველა ასეთი მცენარე დროებითია. - შექმენით ტენიანი ატმოსფერო
ზამთარში ცენტრალური გათბობის მქონე ოთახების ჰაერი, უდაბნოს ჰაერივით მშრალია. ტენიანობის გაზრდა შესაძლებელია შესასხურებელის, გადაჯგუფების ან "ორმაგი ქოთანის"(ქოთანს რომელშიც განთავსებულია მცენარე დგავენ სხვა ტენიანი ტორფით შევსებულ ქოთანში) გამოყენებით. - დროულად მიიღეთ საჭირო ზომები
უსიამოვნებები როგორც გამოცდილ მემცენარეებს ასევე დამწყებებსაც ემართებათ. ერთი-ორი ფაროსანას განადგურება როგორც კი ისინი გამოჩნდებიან მარტივია, ხოლო როდესაც მთელს მცენარეს დაფარავენ მათთან ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ისწავლეთ უსამოვნებების ადრეულ სტადიაზე ამოცნობა. - მცენარეების დაჯგუფება
თითქმის ყველა მცენარე უკეთესად გამოიყურება და უკეთესად ვითარდება, როდესაც ჯგუფს შეადგენენ. - ისწავლეთ გადარგვა
შეძენიდან ერთი-ორი წლის შემდეგ მცენარეები კარგავენ მიმზიდველობას. უმეტეს შემთხვევაში ასეთ მცენარეებს უბრალოდ მოზრდილ ქოთანში გადარგვა ესაჭიროება. - შეარჩიეთ მცენარეები სწორად
პირობები რომელიც თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მცენარეს უნდა მიესადაგებოდეს მას. გამოცდილი მეყვავილეც კი ვერ შეძლებს გაზარდოს ჩრდილის მოყვარული მცენარეს მზიან ფანჯრის რაფაზე. - მოიმარაგეთ საჭირო ინვენტარი
თქვენ დაგჭირდებათ სარწყავი, დასაშხურებელი, კარგი მიწა, ქოთნების ნაკრები, საბჯენები და თოკები, თხევადი სასუქები, ანტისეპტიკური საშუალებები მავნებლებთან საბრძოლველად, ასევე რბული ღრუბელი, ძველი ჩანგალი, კოვზი და ა.შ. - სწორად მოუარეთ თითოეულ მცენარეს.
გაეცანით ინფორმაციებს ოთახის ყვავილების წარმატებულად მოვლის და ხრიკების შესახებ. სპეციალურ სახელმძღვანელოებში ან ჩვენს გვერდზე.