როგორ გავახაროთ ყავის ხე ბინაში?

როგორ გავახაროთ ყავის ხე ბინაში?
ყავის ხის სახლში გახარება სრულებით შესაძლებელია. მისი ჯუჯა სახეობა - ნანა - ოთახში დაახლოებით 1 მ სიმაღლეში იზრდება. თუ მოვლის ყველა პირობას დაიცავთ, მცენარე აყვავდება და შემდეგ ყავის მარცვლების მცირე მოსავალსაც მოისხამს.

ყავის ხეს დიდი ოვალური და წვენიატი ფოთლები აქვს. ახალგაზრდა ფოთლებს ჩალისფერი დაჰკრავს, მაგრამ მალე მუქდება და მწვანე და ხასხასა ხდება. 3 ის ხე ლამაზ თეთრ ყვავილებს ისხამს, რომლებსაც სასიამოვნო აროატი აქვთ, მათ ადგილას კი შემდეგ ჩნდება ალუბლის მსგავსი ნაყოფი. მწვანე ნაყოფი თანდათანობით წითლდება, შემდეგ შავდება - ეს ყავის მარცვლებია 2-3 თესლით.

ყავის ხის გახარების პირობები

განათება:
კარგი დიფუზორული განათება. დადგით მცენარე ფანჯარასთან, რომელიც მზიან მხარეს არ გადის და დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.
ტემპერატურა: ზამთარში სასურველია დაახლოებით +16 გრადუსი. მცენარე +8 გრადუსამტე ტემპერატურას იტანს სიმშრალის პირობებში. ზაფხულში - ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურა.

მორწყვა: ზაფხულში მორწყით მცენარე კვირაში 3-ჯერ და უფრო ხშირადაც, ტემპერატურის მიხედვით. ნუ მისცემთ ნიადაგს სრულად გაშრობის საშუალებას. ზამთარში საკმარისია კვირაში 1-ხელ. თუ ტემერატურა +8 გრადუსზე დაბალია, შეწყვიტეთ მორწყვა.

ჰაერის ტენიანობა: ზაფხულში შეასხურეთ მცენარეს წყალი კვირაში 2-ჯერ. +24 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაში - უფრო ხშირად. ზამთარში შეასხურეთ თბილი წყალი 2 კვირაში ერთხელ.

სასუქი: ზრდის სეზონში, გაზაფხულზე და ზაფხულში, 2 კვირაში ერთხელ შეიტანეთ ოთახის მცენარეების სასუქი ინსტრუქციის მიხედვით.

ნიადაგი:
ტორფის ნაზავი სასუქის შემცველობით.

გადარგვა: ყოველ გაზაფხულზე, როგორც კი მცენარე განვითარებას იწყებს.

მცენარის იერსახის მოვლა:
საკმარისია შესხურება ტენიანობის შესანარჩუნებლად. გამოიყენეთ ფოთლების საწმენდი საშუალება თვეშ 1-ხელ.

მოვლის თავისებურებები

მცენარე მცირე ლამაზ ბუჩქად იზრდება, რომლის მოვლაც დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, რადგან მას ნახევარჩრდილი სჭირდება. ყავის ხეს კარგი ვენტილაცია სჭირდება, თუმცა ორპირ ქარში არ უდნა დადგათ. ფერგადასული და გამხმარი ფოთლები მოაჭერით მაკრატლით.