ოთახის მცენარეები და ყვავილები: როგორ მოვუაროთ ზამთარში
ზამთარში ოთახის მცენარეები ზედმეტი სითბოსგან უფრო მეტად იტანჯებიან, ვიდრე სიცივეთი. მათთვის დამღუპველია ზედმეტად მშრალი ჰაერი, მაღალი ტემპერატურა, ასევე გამჭოლი ქარი.
ამ პერიოდში ოთახის ყვავილები ზომიერად უნდა მორწყათ: ბევრ მცენარეს ამ დროს დასვენების პერიოდი აქვთ. წყლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ მეტი უნდა იყოს. მორწყვის შემდეგ ნიადაგის გაფხვიერება არ დაგავიწყდეთ.
ზამთრის ხანმოკლე დღეებში მცენარეები სინათლის ნაკლებობას განიცდიან. ამიტომ მათ ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს დგამენ, სინათლის ყველაზე მეტად მოყვარე კულტურებს ფანჯრის რაფაზე დებენ. ყინვების პერიოდში ფანჯარაზე გამჭირვალე გარსს აფარებენ, ასევე ცივი ჰაერის ნაკადი დაიბლოკება. ყინვისგან ნაკლებადაცული ოთახის პირობებში მცენარეები ღამე ფანჯრებიდან სხვა ადგილას გადადეთ, დილით კი ისევ ძველ ადგილას დააბრუნეთ. აყვავილებული და კვირტიანი მცენარეები თვეში 2-ჯერ მსუბუქი მინერალური სასუქით გამოკვებეთ.
მცენარეებს (აყვავილებული და კვირტიანი მცენარეების გარდა) გაზაფხულამდე არ კვებავენ. პერიოდულად, ქოთნის სხვადასხვა მხარეს სინათლისკენ აბრუნებენ, რომ მცენარემ ლამაზი ფორმა შეინარჩუნოს. არ დაგავიწყდეთ ჰაერის დატენიანება, რაც მცენარეზე მავნებლების გაჩენისაგანაც დაგიცავთ.
ზამთარში მოყვავილე მცენარეებს - სენპოლია, ყოჩივარდა, აზალია, დეკაბრისტა, ფურისულა, კალა - სინათლესთან ახლოს 16-18 გრადუსის ტემპერატურა სჭირდება და 10-15 სმ-ს დაშორებით ზემოდან ლუმინესცენტური სანათი დღეში 12-14 სააათით დაანათეთ.
ყვავილობის ან კვირტის გამოღების პერიოდში მყოფი მცენარეები ჰიპეასტრუმი, კლივია, ეუჰარისი ოთახის დამდგარი წყლით რეგულარულად უნდა მორწყათ და ყოველ ორ კვირაში ერთხელ 0.1%-აინი მინერალური სასუქსი ხსნარით უნდა გამოკვებოთ.
ბეგონიას, გლოკსინია, გესნერიას ბოლქვებს ქოთანში (9-13 სმ დიამეტრი) რგავენ ფოთლოვანი ნიადაგის, ტორფისა და ქვიშის თანარი ნარევით. სადრენაჟოდ მშრალი ქერიფქლა (1-2სმ) ჩადეთ. მცენარე თბილ, ნათელ ოთახში დადგით და პირველ ხანს ზომიერად მორწყეთ. გამომშრალი ბოლქვები თავიდან რამდენიმე დღე კალიუმის პერმანგანატის ხსნარით და მცირეოდენი ნებისმიერი ფუნგიციდით დატენიანებულ ქვიშაში ან ნახერხში მოათავსეთ. ოთახის ტენიანობის მოსამატებლად მცენარეები წყალი სპრეით შეასხურეთ.
სიცივის მოყვარული კულტურები - ოლეანდრი, აუკუბა, ბზა, დაფნა, კვიპაროსი, კრიპტომერია და სხვა - ნათელ გრილ ოთახში მოათავსეთ, იშვიათად მორწყეთ, როცა ნიადაგი გამოშრება.
შეამოწმეთ დასვენების პერიოდში მყოფი ორქიდეების ბოლქვები. თუ ისინი დანაოჭებულია, ნიადაგი ოდნავ დანამეთ. დაზიანებული ბოლქვები კი ამოიღეთ.
მაღაზიაში ნაყიდი ცინერარია და კალცეოლარია ნათელ გრილ ადგილას (12-16 გრადუსი) მოათავსეთ და ყოველდღიურად მორწყეთ.
ჭაობის მცენარეებს - ციპერუსი და სხვა - ამ პერიოდში ზედმეტად ნეტიანი ნიადაგი არ უნდა ჰქონდეს. მათთვის სასარგებლოა გამოშრობა რომ ჟანგბამდე ფესვებამდე ჩააღწიოს.
ყურადღება მიაქციეთ ყველა ქოთნის მცენარეს, ხშირად გაასუფთავეთ, პერიოდულად ნიადაგი გააფხვიერეთ.
შეამოწმეთ ბნელ ოთახებში დადგმული მცენარეები და საჭიროების შემთხვევაში მორწყეთ.