მარტივი წესები, რომელთა დახმარებით სახლში ყავის ხეს გაზრდით.
იცოდით, რომ ყავის ხის გაზრდა სავსებით შესაძლებელია სახლში? ნანა (Nana) - ყავის ხის ჯუჯა ჯიში, რომელიც სიმაღლეში 1 მეტრამდე იზრდება. თუ თქვენ გარკვეულ წესებსა და რეკომენდაციებს დაიცავთ, ხანმოკლე დროში მიიღებთ ულამაზეს, ძალზედ არომატულ მცენარეს, უგემრიელესი ნაყოფით.
ყავის ხის მოცემულ ჯიშს ოვალური ფორმის დიდი ფოთლები აქვს. ახალგაზრდა ფოთლებს დაჰკრავს სპილენძისფერი ჩრდილები, თუმცა ისინი საკმაოდ მალე მუქდება და მწვანე შეფერილობას იღებს. 3 წლიანი ზრდის პროცესის შემდეგ მცენარეს უჩნდება ულამაზესი თეთრი ყვავილები, რომელთაც გასაოცარი არომატი აქვს და მწვანე ფერის პატარა მარცვლები, რომლებიც დროთა განმავლობაში წითლდება, ხოლო შემდეგ - შავდება. დიახ, საუბარია ყავის საოცრად არომატულ და გემრიელ მარცვლებზე.
რა წესები უნდა დავიცვათ ქოთანში ყავის ხის გასაზრდელად?

- ყავის ხის გასაზრდელად აუცილებელია კარგი დიფუზიური განათება. გაითვალისწინეთ, მცენარე დაცული უნდა იყოს მზის ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. სწორედ ამიტომ, მოათავსეთ ქოთანი ფანჯარასთან, რომლის მხირადანც მზე არ ამოდის.
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჰაერის ტემპერატურას. 16 °С - იდეალური ტემპერატურა ზამთარში ყავის ხის ამ ჯუჯა სახეობისთვის. მოცემულ მეცნარეს შეუძლია გაუძლოს 8 °С-მდე ტემპერატურას, თუ ის სიმშრალეში იქნება. ზაფხულში ამყოფეთ მცენარე ოთახის ტემპერატურაზე.
- ზაფხულობით მორწყეთ ყავის ხე კვირაში მინიმუმ 3-ჯერ. თუ ტემპერატურა ზედმეტად მაღალია, გაახშირეთ ეს პროცესი. ზამთარში სავსებით საკმარისია მცენარის კვირაში 1-ხელ მორწყვა. თუ ტემპერატურა 8 °С - მდე დავარდა, შეწყვიტეთ მცენარის დატენიანება.
- მცენარის გასაზრდელად მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰაერის ტენიანობა. ზაფხულობით მიაპკურეთ ყავის ხეს წყალი ყოველ კვირაში 2-ჯერ (გამოიყენეთ სპრეი-ბოთლი). თუ ტემპერატურა 24 °С-ს აღემატება, გაახშირეთ ეს პროცესი. ზამთარში მიაპკურეთ ყავის ხის ჯუჯა სახეობას თბილი წყალი ყოველ 2 კვირაში 1-ხელ.
- მცენარის ზრდის სეზონზე, შემოდგომასა და ზაფხულში, ყოველ 2 კვირაში გამოკვებეთ ის ოთახის მცენარეების სპეციალური სასუქებით. 100%-იანი სიზუსტით დაიცავით შეფუთვებზე მითითებული რეკომენდაციები.
- ტორფიანი ნიადაგი - არაჩვეულებრივი გარემო ყავის ჯუჯა ხის გასაზრდელად. აუცილებელია ყავის ხის გადარგვა ახალ ნიადაგში ყოველ შემოდგომას.
- ყავის ხეს განვითარებისთვის ესაჭიროება კარგი ვენტილაცია, თუმცა არავითარ შემთხვევაში ამყოფოთ ის ორპირში.