რამდენიმე რჩევა ოთახის მცენარეების მოყვარულთათვის

რამდენიმე რჩევა ოთახის მცენარეების მოყვარულთათვის
თუ ოთახის მცენარეებზე ზრუნვა თქვენთვის ახალი გატაცებაა, შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ ყვავილების მოვლის იმ ძირითადი პრინციპების გაცნობაში, რომლებიც მათი ზრდისა და შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
  1. რჩევა
    შემოდგომაზე და ზამთარში ყვავილები უნდა მორწყათ დილით. გაზაფხულსა და ზაფხულში კი- საღამოს.

  2. რჩევა
    წყალი მცენარეებს უნდა შევასხუროთ დილაობით ან საღამოს. დასასხურებელში კი აუცილებლად უნდა ჩავასხათ თბილი წყალი.


  3. რჩევა
    იმისთვის, რომ მცენარეების ფოთლები კარგად შეიფეროს საკმარისია, რომ დასასხურებელში ჩავამატოთ ქაფურის სპირტი. 2-4 წვეთი ყოველ ლიტრზე.

  4. რჩევა
    სასუქი ოთახის მცენარეთათვის:
    • გარეცხეთ ხორცი ჯამში. დაგროვილი წყლით მორწყეთ ყვავილი.
    • კაქტუსის მორწყვისას გამოიყენეთ რძე. დაუმატეთ წყალს ცოტაოდენი რძე და სასუქიც მზად არის.
    • ოთახის მცენარეების ყვავილობის პერიოდში სასუქის ნაცვლად იყენებენ აბუსალათინის ზეთს. 1 ლ. წყალზე 1 ჩ. კოვზი აბუსალათინის ზეთი. კარგად შეანჯღრიეთ ნარევი და ის მზად არის გამოყენებისთვის.
    • ზამთარში ყვავილებს რწყავენ შაქრიანი წყლით. 1 ჭიქა წყალს უმატებენ 1-2 ჩ. კოვზ შაქარს.


  5. რჩევა
    მცენარეების ყვავილობის დროს თუ მათი გადარგვა აუცილებელი გახდა ისინი უნდა გადავრგოთ მყარ ნიადაგზე. ჩვეულებრივ მცენარეების გადარგვისას კი პირიქით, მიწა უნდა იყოს ფხვიერი.