ტიბეტური ვარჯიშები განწყობილების ასამაღლებლად, ძილის გასაუმჯობესებლად და ნერვული სისტემის გასამაგრებლად
აიმაღლეთ განწყობილება, მოიწესრიგეთ ძილი და გაიმაგრეთ ნერვული სისტემა ტიბეტური მასაჟის დახმარებით. ვარჯიშების ეს კომპლექსი უმჯობესია შეასრულოთ დახუჭული თვალებით. მანამდე კი ხელისგულები უსვით ერთმანეთს, ვიდრე მათში სითბოს არ შეიგრძნობთ.
ვარჯიშების მთელი კომპლექსის შესრულების შემდეგ დალიეთ ჭიქა წყალი უზმოზე და დაწექით რამდენიმე წუთი, მთლიანად მოადუნეთ სხეული. ამგვარი მასაჟის ჩატარება შეიძლება დღის ნებისმიერ დროსაც, როცა თქვენი კუჭი არ არის საკვებით გადატვირთული.
- დილით, საწოლში გაიკეთეთ ყურების მასაჟი: ცერა თითები უკან, დანარჩენი თითები ამოძრავეთ ზევიდან ქვევით. გაიმეორეთ 30 - ჯერ.
- მარჯვენა ხელისგული დაიდეთ შუბლზე, მარცხენა - ზემოდან. მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ. გაიმეორეთ 30-ჯერ. ამ ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად იწექით 1 - 2 წთ. დახუჭული თვალებით, ყურადღების კონცენტრაცია მიმართეთ შუბლის მიდამოებში. აქრობს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.
- საჩვენებელი და შუა თითებით გაიკეთეთ თვალის კაკლების წრიული მასაჟი, 15 - ჯერ საათის ისრის მიმართულებით. სასიკეთო გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, იცავს თვალებს ანთებითი დაავადებებისგან.
- მარჯვენა ხელისგული დაიდეთ ფარისებურ ჯირკვალზე, მარცხენა - ზემოდან. შეასრულეთ 30 მოძრაობა ზევიდან ქვევით მუცლამდე. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და შინაგანი ორგანოების მუშაობას.
- დაიდეთ ხელისგულები ასეთივე თანმიმდევრობით მუცელზე და გაიკეთეთ 30 წრიული მოძრაობა საათის ისრის მიმართულებით. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.
- მთელი ძალით შეწიეთ და გამოწიეთ მუცელი. ვარჯიში გაიმეორეთ 20 -30-ჯერ ( სუსტი ჯანმრთელობის პირებმა დასაწყისში უნდა გააკეთონ 5 - 10 -ჯერ). შლის შეგუბებულ ნაღველსა და სისხლს, ალიერებს ლიმფის მოძრაობას, ეხმარება ჭარბი წონისაგან განთავისუფლებაში, კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
- მონაცვლებით მიიტანეთ მკერდთან მარცხენა და მარჯვენა მუხლები, ხოლო შემდეგ გაშალეთ; იგივე გააკეთეთ ორივე მუხლით ერთდროულად - სულ 30- ჯერ. ამაგრებს მუცლის მუსკულატურას, დადებითად მოქმედებს შინაგან ორგანოებსა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე.
- ჩამოჯექით საწოლის კიდეზე. მარჯვენა ფეხი დაიდეთ მარცხენაზე და მარჯვენა ხელისგულით გაიკეთეთ მასაჟი ფეხისგულზე 30-ჯერ. შემდეგ მარცხენა ფეხი დაიდეთ მარჯვენაზე, გაიმეორეთ იგივე. სასიკეთო გავლენას ახდენს მრავალ შინაგან ორგანოზე. განსაკუთრებით სასარგებლოა გულის, ნიკრისის ქარისა და რევმატული დაავადებების დროს.
- გადაჭდობილი თითები დაიდეთ კეფაზე და გააკეთეთ 30 მოძრაობა ზევით - ქვევით. ეს გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას თავის სისხლძარღვებში; კარგია აგრეთვე ოსტეოქონდროზის სამკურნალოდაც.
- მაგრამ მოიჭირეთ ხელისგულები ყურებზე და თითები მონაცვლეობით ენერგიულად "უბრახუნეთ" კეფას. არჩენს თავის ტკივილს, კარგია ყურებში ხმაურის მოსაშორებლად და სმენის გასაუმჯობესებლად.
ვარჯიშების მთელი კომპლექსის შესრულების შემდეგ დალიეთ ჭიქა წყალი უზმოზე და დაწექით რამდენიმე წუთი, მთლიანად მოადუნეთ სხეული. ამგვარი მასაჟის ჩატარება შეიძლება დღის ნებისმიერ დროსაც, როცა თქვენი კუჭი არ არის საკვებით გადატვირთული.