მასაჟი მშვიდი ძილისთვის

მასაჟი მშვიდი ძილისთვის
გიჭირთ დაძინება? შიაცუს ოსტატი დომინიკ ლონე გვაჩვენებს, თუ როგორ მოვახერხოთ დო-ინ სისტემის თვითმასაჟით დავაწყნაროთ სხეული და გონება, იმისათვის რომ ძილი მშვიდი და სასიამოვნო იყოს.


ეს უბრალო თვითმასაჟი გამოადგება ყველას, ვისაც ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი შესრულება ბავშვებს და მოხუცებსაც კი შეუძლიათ. "მართალია უნდა გახსოვდეთ, რომ ის დაგეხმარებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ არ ღებულობთ კოფეინის შემცველ სასმელს 17:00 საათის მერე ხოლო ძილის წინ თავს არიდებთ ეკრანებს: კომპიუტერს, ტელეფოს და ტელევიზორს" . მანამ სანამ მასაჟს დაიწყებთ, გაახურეთ ხელის გულები, ერთმანეთზე ხახუნით და შემდეგ დაილაგეთ თვალებზე ისე რომ ცხვირი არ დაფაროთ. და თუკი ამ მომენტშივე მოგინდებათ დაძინება, ნუ შეიკავებთ თავს!




1. მოიხსენით დაძაბულობა

აუჩქარებლად გადაადგილეთ ხელის გულები თავზე, ამოძრავეთ შუბლიდან კეფისკენ,კისრისკენ. შეჩერდით მკერდის დონეზე და შემდეგ გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ. როდესაც ხელები სახესთან გაქვთ გააკეთეთ ჩასუნთქვა.

2. გათბით
დაიწყეთ კისრის ფერება, ზემოდან ქვევით მიმართულებით. თანმიმდევრულად ჩმაოყევით მუცლისკენ. მსუბუქად მოეფერეთ ადგილს ჭიპს ქვევით: 36 ჯერ საათის ისრის მიმართულებით და იმდენივე საპირისპირო მიმართულებით. თქვენ იგრზნობთ სასიამოვნო სითბოს.

3. დამშვიდდით
მოათავსეთ ცერა თითები ჭიპზე ხოლო ხელის გულები განათავსეთ ისე რომ მათ შორის მიიღოთ გულის ფორმის სივრცე. ისუნთქეთ ღრმად და მშვიდად.შეიგრძენით როგორ ხვდება ჰაერი ცხვირში, ტრახეებში და ჩადის მუცლამდე რომელიც იწევა, ჟანგბადით გავსებისას. ამოსუნთქვისას დააკვირდით თუ როგორ იკუმშება მუცელი მაშინ როდესაც ჰაერი მოძრაობს ზევით და გამოდის ცხვირიდან. ამ სავარჯიშოს კარგი იქნება თუ რამოდენიმე წუთს დაუთმობთ, რომლის დროსაც მუდმივად კონცეტრირებული უნდა იყოთ ჰაერის სხეულში მოძრაობაზე.


4. დამიწდით

გადაადგილეთ ხელები მუცლიდან ფეხის გულებზე. მოიძიეთ მგრძნობიარე ზონა, რომელიც მდებარეობს თითებსა და ფეხისგულს შორის და საჩვენებელი ან ცერა თითებით გაიკეთეთ მასაჟი, ძალიან ნუ დააწვებით ეს პროცესი თქვენთვის სასიამოვნო უნდა იყოს.


მშვიდ ძილს გისურვებთ!