ორსულობისას სიმსუქნე პირველ წელს ახალშობილის სიკვდილიანობის რისკს ზრდის

ორსულობისას  სიმსუქნე  პირველ წელს  ახალშობილის  სიკვდილიანობის რისკს  ზრდის
თანამედროვე მონაცემების მიხედვით, მსუქან ქალებს ორულობა ასიდან 45 - 85 შემთხვევაში ურთულდებათ. გარდა ამისა, იმატებს მშობიარობის გართულების, ლოგინობის პერიოდის პათოლოგიური მიმდინარეობის, ახალშობილთა სხვადასხვა დარღვევის, პერინატალური დაავადებებისა და სიკვდილიანობის ალბათობა.
ამერიკის სამედიცინო ინსტიტუტის აკადემიის 2004 წლის მონაცემებით, ორსულობისას სხეულის მასის ოპტიმალური ნამატი ასეთია: მსუქან ქალებს ორსულობის დროს აღენიშნებათ ჰემოდინამიკური დარღვევები: იმატებს სისხლის შედედების უნარი, არტერიული წნევა, ირღვევა გულის მუშაობა, ორსულობა ხშირად რთულდება პრეეკლემფსიით (50-60%) (პრეეკლემფსია წარმოადგენს სწრაფად პროგრესირებად სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება არტერიული ჰიპერტენზიით, პროტეინურიითა და პერიფერიული შეშუპებით), პლაცენტური უკმარისობით ( 30-40%). სიმსუქნე არტერიული ჰიპერტენზიისა და მძიმე ფორმის პრეეკლეფსიის მსუქან ქალებთან ორსულობის ყველაზე ხშირი გართულების - დამოუკიდებელ რისკის ფაქტორად განიხილება.

პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა დამოკიდებულია ცხიმოვანი ქსოვილის განაწილების ხასიათზე. მისი სიხშირე განსაკუთრებით მაღალია აბდოომინალური ტიპის სიმსუქნის დროს, როდესაც წელისა და ბარძაყების გარშემოწერილობათა ინდექსი აღემატება 0,8 - ს პრეეკლამფსია, რომელიც ვლინდება ჰიპერტენზიით, შეშუპებით, შარდში ცილის გაჩენით, მსუქნებს დაახლოებით 3 - ჯერ ხშირად ემართებათ, ვიდრე ნორმალური წონის ქალებს. სიმსუქნის დროს პრეეკლამფსია ორსულობის ადრეულ ვადაზე იწყება. ამ ფონზე ხშირია პლაცენტური უკმარისობა, რომელსაც ინტრანატალურ ჰიპოქსიამდე და ნაყოფის განვითარების შეფერხებამდე მივყავართ. სხეულის მასის ზომიერი მატება (25 - 28 კგ/მ2 ) ორსულობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, რაც განპირობებულია როგორც საკვერცხეებში ანდროგენების გაძლიერებული წარმოქმნით, ისე ჰიპერინსულინემიითაც.

სიმსუქნის დროს ნაადრევი მშობიარობის სიხშირე უტოლდება 25 - 37 % - ს. მსუქან ქალებთან ხშირია ორსულობის ვადაგადაცილებაც. სხვა გართულებებია სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა, მშობიარობის გახანგრძლივება, სამშობიარო მოქმედების სისუსტე. ამასთან, ამ გართულებათა სიმძიმე სიმსუქნის ხარისხის პირდაპირპროპორციულად იმატებს. სამშობიარო მოქმედების სისუსტის გამო ხშირად მიმართავენ საკეისრო კვეთას. ლოგინობის პერიოდში ასეთ ქალებს მაღალი აქვთ სისხლდენის, მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტისა და თრომბოემბოლიური გართულების რისკი.
მსუქნებთან ორსულობის ტიპური გართულებაა ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომი, ნაყოფის ჰიპოქსია. დედის სიმსუქნე გავლენას ახდენს ნაყოფის წონაზე - ხშირია 4000 გ - ზე მეტი წონის ბავშვების დაბადება (20 - 44 %). დედის მხრივ გართულებები ვნებს ნაყოფს, ზრდის ახალშობილთა ასფიქსიის, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილიანობის, განვითარების მანკების, სამშობიარო ტრავმების, მათ შორის - მხრების დისტოციისა და ლავიწის მოტეხილობის, აგრეთვე - სიცოცხლის პირველ წელს სიკვდილიანობის რისკს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო