როგორი უნდა იყოს ჯანმრთელი ადამიანის არტერიული სისხლის წნევა და რა შემთხვევაში მატულობს ის?!
არტერიული სისხლის წნევა ადამიანს სხვადასხვაგვარი აქვს. იგი დღის განმავლობაში მერყეობს. მაგალითად, აგზნების დროს მატულობს, ძილში უფრო დაბალია, მაგრამ ეს ცვალებადობა გარკვეულ ფარგლებს არ უნდა სცილდებოდეს.
როგორი უნდა იყოს ჯანმრთელი ადამიანის არტერიული სისხლის წნევა? უფრო სწორედ, რა ჩაითვლება მისი მერყეობის ნორმად, როდის შეგვიძლია ვილაპარაკოთ წნევის მომატებაზე, ე.ი. არტერიულ ჰიპერტონიაზე. ამ საკითხზე არსებობს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექპერტ - კარდიოლოგთა რეკომენდაცია.
ახალგაზრდა ადამიანის არტერიული სისტოლური ( მაქსიმალური ) წნევა არ უნდა აღემატებოდეს 140 მმ-ს. 140-დან 160 მმ-მდე ჩაითვლება ე.წ. სახიფათო ზონად, ე.ი. იმ დონედ, რომელიც საჭიროებს განმეორებით შემოწმებას. 160 მმ -ზე მაღალი წნევა უკვე მომატებულად ითვლება. დიასტოლური ( მინიმალური ) არტერიული წნევა არ უნდა იყოს 90 მმ-ზე მეტი. 100 მმ-ზე მაღალი დიასტოლური წნევა მომატებულად ითვლება. წნევის ერთჯერადი გაზომვით საკითხის გადაწყვეტა მისი მომატების შესახებ არ იქნება სწორი, რადგან მაღალი ციფრები შეიძლება დაკავშირებული იყოს თვით საექიმო გასინჯვასთან და სულიერ მღელვარებასთან ამიტომ ჰიპერტონიაზე ლაპარაკი მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ არტერიული წნევა რამდენჯერმე შემოწმების შედეგაც მაღალია.
რა შემთხვევაში მატულობს არტერიული სისხლის წნევა, ე.ი. როგორი სახის ჰიპერტონიები არსებობს?
არტერიული სისხლის წნევის მომატების მეტი წილი მოდის ე.წ. ჰიპერტონიულ დაავადებებზე. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ძირითადი ავადმყოფური მოვლენა სწორედ არტერიული სისხლის წნევის მომატებაა, ხოლო ცვლილებები ორგანოებში - გულში, თავის ტვინში, თირკმელებში და სხვაგან, მოგვიანებით ვითარდება, როგორც ჰიპერტონიული დაავადების გართულება.
მაღალი არტერიული წნევით დაავადებულთა მეორე, ბევრად უფრო მცირერიცხოვან ჯგუფს შეადგენს ე.წ. მეორადი ანუ სიმპტომური არტერიული ჰიპერტონია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არტერიული სისხლის წნევა მატულობს მეორადად სხვა რომელიმე დაავადების, მაგალითად. თირკმელების ანთების, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული შევიწროების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადების შედეგად. არტერიული ჰიპერტონიების ეს ორი ჯგუფი შესაფერის პროფილაქტიკას და მკურნალობას საჭიროებს.