რომელი შეშუპებაა ყველაზე საშიში ორსულებში
ყურადღება უნდა მიექცეს შეშუპების სწრაფ მატებას წვივის ზემოთ მუცლამდე და სხეულის ზედა ნაწილებში - ეს შესაძლოა პეეკლამფსიის ნიშანი იყოს. მაგრამ მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის დროსაც კი შეშუპება ყოველთვის არ არის გამოხატული. შეშუპების გარეშე მიმდინარე პრეეკლამფსია უფრო საშიშია, რადგან შეშუპებული სითხიდან წყალი შეიძლება დაბრუნდეს სისხლძარღვებში, თუ იქ მარილისა და ალბუმინის რაოდენობამ მოიმატა.
უნდა ითქვას, რომ ჰიპერტენზიისა და შეშუპების ან ჰიპერტენზიისა და სხეულის მასის სწრაფი მატების თანაობისას ნაყოფი უფრო იშვიათად იღუპება, ვიდრე იზოლირებული ჰიპერტენზიის დროს. პრეეკლაფსია შეშუპების გარეშე ( მშრალი პრეეკლმაფსია ) დიდი ხანია ცნობილია როგორც არაკეთილსაიმედო პათოლოგია, რომელსაც უფრო ხშირად სდევს თან დედისა და ნაყოფის სიკვდილიანობა, ვიდრე შეშუპებით მიმდინარე პრეეკლმაფსიას.
პრეეკლამფსიის ყველაზე საშიში გართულებებია:
შეშუპების სხვა მიზეზები
შეშუპება შეიძლება იყოს ვენური წარმოშობის. ამ შემთხვევაში ის უპირატესად ქვედა კიდურებზე ჩნდება, ძლიერდება ხანგრძლივი სიარულისა და ფეხზე დგომის შემდეგ, თან სდევს ფეხების კანის თავისებური, მარმარილოსებრი შეფერილობა. გარდა ამისა, მომავალი დედა უჩივის ტკივილს, ფეხების სიმძიმეს, სიარულისას სწრაფად დაღლას. ასეთ ორსულებს ხშირად აქვთ მცირე მენჯის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაც.
არსებობს კონსტიტუციური ტიპის შეშუპებაც. ჰიპერსთენიული აგებულების ( დაბალ, სრულ, მომრგვალო ფორმების, პატარა მტევნებისა და ტერფების მქონე ) ქალებში. ასეთი ქალები უფრო მეტად იმატებენ წონას, ვიდრე გამხდრები. თუ ასეთმა ქალმა ორსულობისას 25 კგ და მეტი მოიმატა, ფეხები აუცილებლად შეუშუპდება, მაგრამ არ ექნება არც წნევის მომატება, არც ცილა შარდში - ეს იმაზე მიუთითებს, რომ შეშუპება კონსტიტუციური წარმოშობისაა და პრეეკლამფსიასთან არაფერი აქვს.
ყველა ეს შეშუპება ( გარდა პრეეკლამფსიისა ), მართალია, არასასიამოვნოა, მაგრამ საშიში არ არის.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:
ამ სიმტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა დროულად მოხდეს მდგომარეობის შეფასება და ადეკვატური რეაგირება.

- ეკლამფსია;
- ჰიპერტონიული ენცეფალოპათია;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;
- თირკმელების მწვავე უკმარისობა;
- ბადურას აცლა.
შეშუპების სხვა მიზეზები
შეშუპება შეიძლება იყოს ვენური წარმოშობის. ამ შემთხვევაში ის უპირატესად ქვედა კიდურებზე ჩნდება, ძლიერდება ხანგრძლივი სიარულისა და ფეხზე დგომის შემდეგ, თან სდევს ფეხების კანის თავისებური, მარმარილოსებრი შეფერილობა. გარდა ამისა, მომავალი დედა უჩივის ტკივილს, ფეხების სიმძიმეს, სიარულისას სწრაფად დაღლას. ასეთ ორსულებს ხშირად აქვთ მცირე მენჯის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაც.
არსებობს კონსტიტუციური ტიპის შეშუპებაც. ჰიპერსთენიული აგებულების ( დაბალ, სრულ, მომრგვალო ფორმების, პატარა მტევნებისა და ტერფების მქონე ) ქალებში. ასეთი ქალები უფრო მეტად იმატებენ წონას, ვიდრე გამხდრები. თუ ასეთმა ქალმა ორსულობისას 25 კგ და მეტი მოიმატა, ფეხები აუცილებლად შეუშუპდება, მაგრამ არ ექნება არც წნევის მომატება, არც ცილა შარდში - ეს იმაზე მიუთითებს, რომ შეშუპება კონსტიტუციური წარმოშობისაა და პრეეკლამფსიასთან არაფერი აქვს.
ყველა ეს შეშუპება ( გარდა პრეეკლამფსიისა ), მართალია, არასასიამოვნოა, მაგრამ საშიში არ არის.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:
- შეშუპებას სახეზე, ხელებზე, მეტადრე - მთელ სხეულზე;
- თავის ტკივილს, განსაკუთრებით - კეფის არეში;
- თავბრუსხვევას სხეულის ან თავის მდებარეობის შეცვლისას;
- არტერიული წნევის მომატებას;
- მხედველობის გაუარესებას.