ხალხური მედიცინა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გირჩევთ...

ხალხური მედიცინა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გირჩევთ...
არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მყარად იმატებს. არტერიულ ჰიპერტენზიას განმარტავენ როგორც მრავალჯერ დაფიქსირებულ არტერიული წნევის აწევას ვერცხლისწყლის სვეტის 140/90 ნორმის ზედა ზღვარია. მას, ვისაც წნევის ასეთი მაჩვენებელი აქვს, არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბება ემუქრება - 5 წლის განმავლობაში მათ 12% - ს შესაძლოა ჰიპერტენზია განუვითარდეს. ზოგჯერ პაციენტს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის 60 წელს არის გადაცილებული, მომატებული აქვს მხოლოდ სისტოლური (ზედა) წნევა, ხოლო დიასტოლური (ქვედა) წნევა ნორმის ფარგლებში რჩება. ასეთ ჰიპერტენზიას იზოლირებულ სისტოლურ ჰიპერტენზიას უწოდებენ.
ჰიპერტენზიული დაავადება და არტერიული ჰიპერტენზია სინონიმებია. პირველი ტერმინი წინათ ფართოდ იყო გავრცელებული ჩვენს ლიტერატურაში, დღეს კი უცხოური ლიტერატურის ანალოგიით მეორეს უფრო მეტად იყენებენ.

არტერიული წნევის მომატებას უჩივის მოზრდილი მოსახლეობის 20-30%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის 50-60%-ს აღწევს. არტერიული წნევის ისეთი მომატება, რომელიც საჭიროებს საექიმო გამოკვლევასა და მკურნალობას, აღენიშნება მსოფლიოში თითქმის ყოველ მეოთხე მოზრდილ ადამიანს, ყოველ მესამეს კი-რისკფაქტორები, რომლებიც ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობას.

ხალხური რეცეპტები:
  • ჭიქაში ჩავყაროთ 1ს/კ სიმინდის ფქვილი და ჭიქა წყლით შევავსოთ. დავაყენოთ ერთი ღამით. დილით, უზმოზე, დავლიოთ ეს წყალი ისე, რომ ჭიქა არ შევაჯანჯღაროთ.

  • 1 ჩაის ჭიქა კამის თესლი გაყავით სამად. აიღეთ მესამედი, დანაყეთ, მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში და მიიღეთ დღეში სამჯერ, თბილ-თბილი, ჯერზე - 100-150 გრამი. სულ 3 ლიტრი უნდა დალიოთ.

  • კომშის 300 ფოთოლი მოხარშეთ 1 წყალში, ადუღეთ წყლის განახევრებამდე. მიიღეთ დღეში სამჯერ სუფრის კოვზით.

  • გაიკეთეთ ფეხის აბაზანა ( მუხლებამდე) ძმარ-და მდოგვგარეული ცხელი წყლით. შუბლზე ძმრიანი ტილო.

  • ხუთ ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 5 ლიტრი ცივი წყალი და წამოადუღეთ. გააცივეთ და გადაწურეთ. სვით დღეში სამჯერ, ღვინის ჭიქით.

  • 2 სუფრის კოვზი მდოგვი გახსენით ნახევარ ვედრო წყალში და გაიკეთეთ ფეხების ცხელი აბაზან 15 წუთის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო