10 ყველაზე გავრცელებული დაავადება საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2012 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 10 ყველაზე გავრცელებული დაავადების ნუსხა ასეთია:
1. ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ინფექციები
2. ჰიპერტენზიული ავადმყოფობა
3. შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობა
4. ენდოკრინული სისტემის ავადმყოფობა
5. თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები
6. ნერვული სისტემის ავადმყოფობები
7. ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები
8. გულის იშემიური ავადმყოფობა
9. ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობები
10. შაქრიანი დიაბეტი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაავადებების გამომწვევ რისკ-ფაქტორებსა და პრევენციის საშუალებებზე Ambebi.ge-ს ესაუბრა.
- რომელ დაავადებებს აქვთ ყველაზე მაღალი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები და რითია იგი განპირობებული?
- მიუხედავად ცალსახა პროგრესისა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, არაგადამდები დაავადებები კვლავაც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილიანობის 91 პროცენტი გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით, აქედან 71 პროცენტი მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, 12 პროცენტი - კიბოზე, 2 პროცენტი - დიაბეტზე, 1 პროცენტი - ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებზე, ხოლო სხვა არაგადამდებ დაავადებებზე მოდის საერთო სიკვდილიანობის 5 პროცენტი.
როგორც 2010 წელს ჩატარებულმა არაგადამდები დაავადებების რისკის ფაქტორების კვლევამ აჩვენა, ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების საშუალო მაჩვენებელი 30.3%-ს შეადგენს (მწეველია მამაკაცთა 55.5% და ქალების 4.8%), 70% დღიურად 5 ულუფაზე ნაკლებ ხილსა და ბოსტნეულს მოიხმარს, 21.6% დაბალი ფიზიკური აქტივობით გამოირჩევა, ხოლო 56.5% ჭარბი წონისაა ან მსუქანი.
- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადებები?
- დაავადებების პირველადი პრევენცია - ცხოვრების ჯანსაღი წესია: არ მოვწიოთ, არ მივიღოთ მარილით, შაქრითა და ცხიმებით მდიდარი საკვები, ვიყოთ ფიზიკურად აქტიური, ზომიერად მოვიხმაროთ ალკოჰოლი.
აუცილებელია მეორადი პრევენცია - დიაგნოზის ადრეული დასმა, დაავადების ადრეული გამოვლენა - სკრინინგი, რისთვისაც აუცილებელია ექიმის კონსულტაციები და სამედიცინო გამოკვლევები.
დაავადებების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია გართულებების თავიდან აცილება, რისთვისაც აუცილებელია ექიმის კონსულტაციები და მეთვალყურეობა.
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიდან რომელია ყველაზე უფრო გავრცელებული საქართველოში? რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას და რა რისკ-ფაქტორები განაპირობებს მის განვითარებას?
-ყოველწლიურად მსოფლიოში კარდიო-ვასკულური დაავადებებით 17 მლნ ადამიანი იღუპება, ჯანმო-ს ექსპერტთა შეფასებით, 2030 წლისათვის ეს ციფრი 23 მილიონს მიაღწევს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზია ევროპაში.
2000-2013 წლებში საქართველოში აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ზრდის ტენდენცია, რაც შეიძლება აიხსნას არა მხოლოდ ინციდენტების რეალური მატებით, არამედ, მოსახლეობის ცალკეული ჯგუფებისათვის მთელი რიგი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდითა და წინა წლებთან შედარებით დაავადებათა აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში წამყვანი ადგილი უჭირავს ჰიპერტონულ, იშემიურ და ცერებროვასკულურ დაავადებებს.
საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის ავადობისა და სიკვდილიანობის კუთხით ყველაზე დიდი წილი მოდის ჰიპერტენზიაზე (45%-50%). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (2002), საქართველო იმყოფება მსოფლიოს იმ 5 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობაშიც აღინიშნება არტერიული წნევის ყველაზე მაღალი ციფრები;
2010 წელს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოში ევროკავშირის მისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორების პირველი კვლევა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტეპს მეთოდოლოგიის სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით. კვლევის
მიხედვით, რესპოდენტთა 33.4 პროცენტი (მამაკაცები 37% და ქალები 30%) რეალური ან პოტენციური ჰიპერტონიკია; ჰიპერტონიკების 61.1 პროცენტი არ გადის ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.. კვლევამ საგანგაშო მაჩვენებლები გამოავლინა, რადგან საქართველოს მოსახლეობის 56 პროცენტი ჭარბწონიანია (58.6% - მამაკაცი, 54.2% - ქალი) და 25.1 პროცენტი - მსუქანი (21.8% - მამაკაცი და 28.5%- ქალი);
- შაქრიანი დიაბეტი დაავადებათა ზემოთ მოცემულ ნუსხაში ბოლო, მე-10 ადგილზეა, თუმცა საკმაოდ რთულ დაავადებად არის მიჩნეული. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იზრდება თუ არა ამ დაავადების რიცხვი და რამდენად მართვადია ეს დაავადება? რა რისკ-ფაქტორები იწვევს შაქრიან დიაბეტს და, საშუალოდ, რა ასაკის ადამიანები ავადდებიან?
- მსოფლიო მასშტაბით დიაბეტით სიკვდილიანობის თითქმის 80% აღინიშნება დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. დიაბეტით ავადობა საქართველოს ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. დაავადების გავრცელება ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და წლიდან წლამდე მზარდია. საქართველოში 2012 წლის ბოლოს რეგისტრირებული იყო შაქრიანი დაბეტის 79169 შემთხვევა.
ტიპი 1 (ინსულინდამოკიდებული) დიაბეტი ძირითადად ბავშვობის ასაკში ვლინდება; ხასიათდება ინსულინის არასაკმარისი გამომუშავებით და შესაბამისად, საჭიროებს ინსულინის ყოველდღიურ მიღებას. ამჟამინდელი ცოდნით მისი პრევენცია შეუძლებელია.
ტიპი 2 (ინსულინდამოუკიდებელი) დიაბეტი ძირითადად ზრდასრულ ასაკში ვლინდება, თუმცა უკანასკნელ წლებში გახშირდა ამ დაავადების ადრეული მანიფესტაცია. დიაბეტით დაავადებულთა 90% სწორედ ტიპი 2 დიაბეტზე მოდის.
- რა რისკ-ფაქტორები იწვევს შაქრიან დიაბეტს?
- დიაბეტი დაკავშირებულია ისეთი ფაქტორების მოქმედებასთან, როგორიცაა არასწორი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სიმსუქნე, ჰიპოდინამია. ხშირად დიაგნოზის დასმა ხდება დაავადების აღმოცენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც სახეზეა გართულებები.
გესტაციური დიაბეტი - დიაბეტი, რომლის აღმოცენება ხდება ორსულობისას და, შესაძლებელია, სწორი მართვის შემთხვევაში, ორსულობის შემდეგ აღარ გამოვლინდეს; თუმცა მას დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.
ძირითადი არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ხასიათდება საერთო რისკ-ფაქტორებით - თამბაქოს მოხმარება თამბაქოს პასიური მოხმარების ჩათვლით, არაჯანსაღი საკვები ცხიმების, მარილისა და შაქრის მაღალი შემცველობის საკვები, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ეს ოთხი უმნიშვნელოვანესი რისკ ფაქტორი, ისეთი შუალედური რისკ ფაქტორების თანდართვით, როგორიცაა სიმსუქნე, ჰიპერტენზია, გლუკოზისა და ქოლესტეროლის მაღალი კონცენტრაცია სისხლში, წარსულში მიჩნეული იყო განვითარებული ქვეყნების ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს პრობლემად, თუმცა ამჟამად სრულიად ბუნებრივ და სწრაფად მზარდ პრობლემად გადაიქცა უღარიბესი ქვეყნებისთვისაც.