საშიშია თუ არა ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან
ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ყელ - ყურ - ცხვირის ექიმისთვის ერთხელ მაინც რომ არ მიემართოს. ხშირად ტკივილთან ან სუნთქვის გაძნლებასთან ერთად პაციენტები გამონადენსაც უჩივიან.
გამონადენი ყურიდან
ყურიდან გამონადენი არასოდეს არის ნორმა, ის ყოველთვის დაავადებაზე მეტყველებს. სხვადასხვა პათოლოგიის დროს ყურიდან შესაძლოა დიოდეს ლორწოვანი (სეროზული), ჩირქოვანი, ჰემორაგიული (სისხლიანი), ლიქვორის (თავზურგტვინის სითხის) შემცველი გამონადენი. თავდაპირველად უშუალოდ გამონადენზე ვისაუბრებთ, მერე კი გამონადენის ყველაზე ხშირ მიზეზებს - ოტიტსა და ოტომიკოზს შევეხებით.
ყურიდან გამონადების ტიპები
ჩირქოვანი გამონადენს გაჩენა მოსალოდნელია გარეთა სასმენი მილის შემოფარგლული ანთების (სასმენი მილის ფურუნკული) ან დიფუზური ანთების, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთების დროს. ჩირქოვანი გამონადენი დიდი რაოდენობით მკვდარ ლეიკოციტებს (როგორც ხალხში უწოდებენ, სისხლის თეთრ უჯრედებს ) შეიცავს. ასეთი გამონადენი შეიძლება სხვადასხვა ფერისა იყოს -მოთეთრო-მოყვითალო,ყვითელი, იშვიათად მომწვანოც. მომწვანო ფერი გამომწვევ მიკროორგანიზმთან არის დაკავშირებული. ჩირქოვანი გამონადენი შეიძლება იყოს თხელიც და სქელიც, სუნიანიც და უსუნოც. სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი დამახასიათებელია ქრონიკული ეპიტიმპანიტისთვის. ეს არის ქრონიკული ოტიტის რთული ფორმა, რომელსაც თან სდევს სასმელი ძვლების კარიესული დაშლა.
საშიშია თუ არა ჩირქოვანი გამონადენი
ჩირქოვანი გამონადენი, რასაკვირველია, საყურადღებო სიმპტომია. ეს ნიშანია იმისა, რომ აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგს - ყელ-ყურ-ცხივირს სპეციალისტს მივმართოთ. თუმცა ჩირქოვანი გამონადენის არსებობა შუა ყურის ანთების დროს ერთი მხრივ დადებითი მოვლენაც არის: ჩირქის გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ ხდება ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერიდ დრენირება. გაცილებით საშიშია მდგომარეობა, როდესაც შემოფარგლულ სივრცეში, ნებისმიერ ადგილას, ყალიბდება ჩირქოვანი კერა. ყური კი ანატომიური თავისებურებების გამო ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: შუა ყურის (დაფის ღრუს) ზედა კედელი მხოლოდ თხელი ფირფიტით არის გამიჯნული ქალას შუა ფოსოსგან. ზოგჯერ აღნიშნულ ფირფიტას აქვს ხვრელები ( მათ მედიცინაში დეჰისჰენციებს უწოდებენ). ამ ხვრელების საშუალებით შესაძლოა ინფექციური პროცესი თავის ტვინისკენ გავრცელდეს. სწორედ აღნიშნული მექანიზმით ვითარდება რიგ შემთხვევაში ოტოგენური (ყურსმიერი ) ქალასშიგა გართულებები.
ასეთ გართულებათაგან უნდა ვახსენოთ მენინგიტი, ტვინის აბსცესი. შუა ყურის (დაფის ღრუს) უკანა კედელი ესაზღვრება საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს, აქედან კი არსებობს ინფექციის გავრცელების საფრთხეც. ინფექციის გამოიწვევს ანტრიტსა და მასტოიდოიტს, რომლებიც, ხშირად ქირურგიული ჩარევას საჭიროებს. როდესაც ყურში არსებული ჩირქი გარეთა სასმენი მილით გარეთ გამოდის და ჩირქოვანი ინფექციის კერა იცვლება, ინფექციური პროცესის თავის ტვინისკენ გავრცელების საფრთხეც მცირდება. ზოგჯერ, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში, აღნიშნული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, თუ დაფის აპკის მთლიანობა თავისთავად არ დაირღვა და ჩირქი არ გამოიყო, ხდება მისი პარაცენტეზმი ანუ გაკვეთა. ამრიგად, მსგავს შემთხვევებში ჩირქის გამოყოფა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მისი არარსებობა. თუმცა ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან ნიშნავს, რომ არსებობს დაავადება, დაავადების არსებობა კი ყოველთვის დაკავშირებულია მისი გართულების რისკთან.