თვალიდან გამონადენი ახალშობილობის პერიოდში ფიზიოლოგიური მოვლენაა თუ დაავადებაზე მეტყველებს?
თვალიდან გამონადენის არსებობა ანთებითი პროცესის - კონიუნქტივიტის ნიშანია. ახალშობილის პერიოდში ის თანდაყოლილ ინფექციაზე, კერძოდ, ქლამიდიურ კონიუნქტივიტზე მიუთითებს. იწყება მწვავედ. გამონადენი ჩირქოვანი და სეროზულია. თვალის დამუშავება აუცილებელია. საამისოდ ინიშნება სპეციალური თვალის წვეთები. საჭიროა პერიოდული კონსულტაცია და მხედველობის შემოწმება. თვალის ანთება ორმხრივია.
შედარებით მოზრდილ ასაკში თვალიდან გამონადენის გამო ექიმს იშვიათად მიმართავენ, უმეტესად სხვადასხვა წვეთებისა და საფენების გამოყენებით გადიან ფონს.
თვითმკურნალობა არამც და არამც არ შეიძლება. შესაძლოა, გამონადენი ქუთუთოების ანთების - ბლეფარიტის ნიშანი იყოს. ის ხშირად სდევს თან კანის თანდაყოლილ და შეძენილ დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, სხვადასხვა წარმოშობის ანემიას. არსებობს მისი სებორეული, სტაფილოკოკური და შერეული ფორმები. ბავშვებში ყველაზე ხშირად სტაფილოკოკური გვხვდება. მისი მთავარი ნიშნებია:
სებორეული ბლეფარიტის დროს გამონადენის გამო წამწამები ერთმანეთს ეწებება. სასწრაფოდ მიმართეთ თვალის ექიმს, თუ ბავშვი დილაობით უგუნებოდ არის, არ სიამოვნებს მკვეთრი სინათლე და განუწყვეტლივ ისრესს თვალებს. ეს ქუთუთოების ანთების ნიშანია და უმჯობესია, კვალიფიციური სამედიცინო ჩარევა გამონადენის გაჩენამდე მოხდეს.

- ქავილი;
- წვის შეგრძნება;
- ქუთუთოების კიდეების გასქელება;
- მუდამ სველი თვალები;
- გარეგანი გამღიზიანებლების (მტვერი, ქარი, სინათლე ) მიმართ მაღალი მგრძნობელობა.