აქვს თუ არა ჯანმრთელ ქალს საშვილოსნოდან გამონადენი?!
სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ნებისმიერი ასაკის ქალს აქვს. გამონაკლისია ფიზიოლოგიური სიმშვიდის პერიოდი, რომელიც 1 თვიდან 8 - 9 წლამდე დროს მოიცავს. 9 წლის შემდეგ ჩნდება გამონადენი საშოდან, რომელიც ძირითადად ორი სახისაა - ლორწოვანი და ბრინჯის ნახარშისმაგვარი.
ჯანმრთელ ქალს ყოველთვის აქვს ზომიერი გამონადენი საშვილოსნოდან, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში ( მესნტრუაციამდე 2 კვირით ადრე ), რაც სასქესო ორგანოების არეში მომატებული სისველით შეიგრძნობა. ეს ოვულაციის დადგომისა და ესტროგენების მაქსიმალური პროდუქციის მაუწყებელია. მენსტრუაციის შემდეგ გამონადენი ნორმალური ხდება.
ნორმალური გამონადენი არ იწვევს დისკომფორტს, ქავილს და წვას, არ აღიზიანებს სასქესო ორგანოებს.
მთლიანობაში სასქესო ორგანოების სეკრეტი აერთიანებს ლიმფისა და პლაზმის ნაწილს, საშოს ჩამოფცქვნილ ეპითელურ ქსოვილს, სისხლის ფორმიან ელემენტებს. ფიზიოლოგიური გამონადენი მომატებული რაოდენობით შეიცავს ლეიკოციტებს, უჯრედების ფრაგმენტებს, რომლებიც დაიშალნენ, საშვილოსნოს ყელის არხისა და საშოს შესასვლელის ჯირკვალთა სეკრეტებს, მიკროორგანიზმებს. ჩვეული ფლორიდან მასში ჩხირები ჭარბობს.
სასქესო ორგანოების სეკრეტს ახასიათებს:

- დღე - ღამეში 2 მლ - მდე მოცულობა;
- მჟავა გარემო;
- რძისფერი, ლორწოვანი კონსისტენცია;
- არ აქვს ცუდი სუნი და არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს და დისკომფორტს გარეთა სასქესო ორგანოების არეში.