ხალხური მედიცინის რჩევები ყურის ანთების სამკურნალოდ
ოტიტი ( ყურის ანთება ). განარჩევენ გარეთა და შიგნითა ყურის ოტიტს. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ შუა ყურის ანთებაზე. რომელსაც შეიძლება გააჩნდეს მწვავე ან ქრონიკული ფორმები.
მწვავე ჩირქოვანი ანთება წარმოადგენს დაავდების გამომწვევი მიკრობებისაგან დაფის აპკის დასენიანების შედეგს. ხშირად ის თავს იჩენს როგორც ინფექციური დაავადებების გართულება ( გრიპი, ქუნთრუშა, წითელა, დიფტერია და სხვა ) და თან სდევს დაფის აპკის დარღვევა, ზოგჯერ ჩირქის გამოყოფა დაავადებული ყურიდან.
არადამაკმაყოფილებელი მკურნალობის შემთხვევაში მწვავე ოტიტმა შეიძლება ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის ფორმა მიიღოს, რომელიც მიმდინარეობს ყურიდან ჩირქის გამუდმებული ან პერიოდული დინებით და სმენის დაქვეითებით.
ოტიტის მკურნალობა უნდა აწარმოოს ექიმმა. მას უნდა მიმართოთ დაავადების პირველივე ნიშნებისთანავე.
ხალხური მედიცინის რეკომენდაციები შუა ყურის ანთების სამკურნალოდ.
ხახვი. ხახვის ფაფას ან წვენს დაუმატეთ ცოტაოდენი სელის ზეთი ან ნაღების კარაქი, შეიყვანეთ ეს ნარევი ტამპონით ყურში ჩირქოვანი ოტიტის დროს.
ნარევი
კლდისდუმას წვენი და მრავალძარღვას ბალახის წვენი ავიღოთ თანაბარი რაოდენობით და შევურიოთ ერთმანეთში. ჩავისხათ რამდენიმე წვეთი ყურში ჩირქოვანი ანთებისას.
შუა ყურის ანთების დროს ყველაზე უფრო ხშირ გართულებას წარმოადგენს სმენის დაქვეითება.
სმენის აღდგენის დამხმარე ხალხური საშუალებები:
არყის კუპრი. 1 ჩ/კ სუფთა არყის კუპრი აურიეთ 1 ჭ თბილ რძეში. სვით 3-ჯერ დღეში საჭმლის მიღების შუალედებში თვენახევრის განმავლობაში. სიყრუე გაგივლით.
ლიმონი. სმენის გასაუმჯობესებლად მიირთვით ლიმონის მეოთხედი ქერქიანად.
რჩევა:
ერთი მარტივი საშუალება ოტიტის წინააღმდეგ:
თუ ხელში ჩაგივარდათ მაგნიტი - ოდნავ შეათბეთ და დაავადებულ ყურზე მიიდეთ. ნახევარი სთ-ის შემდეგ ტკვილი შეგიჩერდებათ.