აი, რისი ცოდნაა აუცილებელი, თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ
დიეტოლოგები გვიჩიჩინებენ, რომ უარი ვთქვათ შაქარზე და ნამცხვრეულზე, მათ მხოლოდ ზიანი მოაქვსო. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ყველა როდი ვასრულებთ ამას. არადა, ნახშირწყლებზე უარის თქმა იოლია, თუ რამდენიმე წესს გაეცნობით.
ცნობისთვის: რაც უფრო მეტ ნახშირწყლებს ვიღებთ, მით უფრო მეტ ულუფას ითხოვს ჩვენი ტვინი.
ცილებისა და ცხიმებისგან განსხვავებით ნახშირწყლების უმეტესობას მკვეთრად გამოხატული და იოლად საცნობი გემო აქვს. ხილი (ფრუქტოზა), ალაო ( მალთოზა), ჭარხალი და ლერწამი (საქაროზა), რძე (გალაქტოზა და ლაქტოზა) - ენის წვერითვე შეიგრძნობთ მათ სიტკბოს, გემრიელია, ამიტომ მიირთმევ კიდეც და აუციებლად იგრძნობ ძალის მოზღვავებას. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ბიოქიმიის საშუალებით აღესრულება ნახშირწყლების მთავარი ფუნქცია - ოპერატიულად უზრუნველყოფს ორგანიზმი ენერგიით (1 გრ შეიცავს 4 კკალ. ). ნახშირწყლოვანი საწვავი -გლიკოგენი - დაცულია ღვიძლსა და კუნთებში მცირე რაოდენობით (250 - 450 გრ სხეულის მასიდან გამომდინარე ) და შეუჩერებლად იხარჯება: გულისცემის უზრუნველყოფაზე, ფილტვების, კუნთების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე. ნერვული სისტემისთვის გლუკოზა საერთოდ ენერგიის ერთადერთი წყაროა. თუ შეწყვეტთ საჭმელთან ერთად ნახშირწყლების რეგულარულად მიღებას, მისი რეზერვი 12 საათში ამოიწურება. აქედან გამომდინარეა ფიტნესს -ტრენერთა რჩევაც: გინდათ გახდეთ? - ივარჯიშეთ ყოველ დილას, უზმოზე. 8 -9 საათიანი ძილის შემდეგ სისხლში ნახშირწყლები ნულზეა და თქვენ სწრაფად გადაერთვებით ცხიმოვანი ქსოვილის დაწვაზე, რათა ფიზიკური ვარჯიშის დროს ენერგიით აღიჭურვოთ.
სისხლში გლუკოზის რაოდენობა ყველა შინაგანი სისტემისთვის მთავარი ორიენტირი, ერთგვარი კომპასია. თუ მისი დონე ეცემა (ბოლო კვებიდან 4 საათი გავიდა), ჩვენ შიმშილს, სისუსტეს, ზოგჯერ თავბრუსხვევასაც კი ვგრძნობთ. სისხლში შაქრის სიჭარბესაც (მაგალითად, თუკი ერთბაშად მთელი ტორტი გადასანსლეთ ) არ მოაქვს სიკეთე - ის აზიანებს სისხლძარღვებსა და ორგანოებს. ამიტომ ორგანიზმი სასწრაფოდ ახდენს ჭარბი გლუკოზის ტრანსფორმაციას ცხიმად, რისი წყალობითაც წონაში ვიმატებთ. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ტვინი აქამდე ძველთაძველ ინსტიქტს ეყრდნობა: რაც მეტია შაქარი, უკეთესია. ტკბილზე დახარბებისას ხდება სიამოვნების ჰორმონის - დოფამინის გამოყოფა. მისი წყალობით ტკბილის მოყვარულნი იმავეს განიცდიან, რასაც ნარკომანები. თავიდან კარგი განწყობილება და ნეტარება, შემდეგ კი, როცა ნარკოტიკის (შაქრის) დონე სისხლში მკვეთრად ქვეითდება, იწყება მოთენთილობა, მოუსვენრობა და აბსტინენტური სინდრომი - დაუყოვნებლივ კიდევ ერთი დოზის მიღების მოთხოვნილება. მეტიც, რაც უფრო სუსტად რეაგირებს მათზე ტვინი და ჯიუტად ითხოვს ულუფის გაზრდას.
ამის შედეგია, რომ დღეს მსოფლიოში შაქრის მოხმარება რამდენჯერმე აჭარბებს დასაშვებ ნორმებს, რომელიც ასეთია - დღეში 6 ჩაის კოვზი ქალებისთვის და 9 ჩ/კ მამაკაცებისთვის. შედარებისთვის: აშშ თითოეული მცხოვრები დღეში 22 ჩ/კ შაქარს მოიხმარს. არადა, ყველაზე მეტად გულ - სისხლძარღვებსა და ტვინს აზიანებს, იწვევს ათეროსკლეროზსა და სიმსუქნეს. დიაბეტსა და კიბოს არა ცხიმები, არამედ სწორედ ჭარბი შაქარი.