შევიმციროთ წელის გარშემოწერილობა 6 სანტიმეტრით ცხიმოვანი ფენების მოშორების ხარჯზე
გსურთ გქონდეთ ბრტყელი და ლამაზი მუცელი? საჭირო მონდომებისა და მოტივაციის შემთხვევაში ეს შესაძლებელია. უბრალოდ გაითვალისწინეთ მარტივი რჩევები, რომელთაც დღს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ და ხანმოკლე დროში საკუთარი სხეულის ფორმებით იამაყებთ.
დაიცავით ეს მარტივი წესები 6 დღის განმავლობაში და მიღებული შედეგით მოხიბლულები დარჩებით. თქვენ ამ დროის განმავლობაში წელის გარშემოწერილობის შემცირებას რამდენიმე სანტიმეტრით შეძლებთ.
- გამორიცხეთ მარილი კვების რაციონიდან
თქვით უარი მარილზე და თქვენ ხანმოკლე დროში შეამჩნევთ, თუ როგორ ქრება ცხიმოვანი ფენები წელისა და გვერდების არედან. მარილი განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელებას. - შეამცირეთ ყოველდღიურად მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა
ეს რთული არ არის! მიირთვით დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ცილოვანი სავკები, რათა 6 დღეში გასაოცარი შედეგი მიიღოთ. გაამდიდრეთ კვების რაციონი კვერცხით, ყველით, ხაჭოთი, თხილეულით, უცხიმო ხორცით, თევზით და ბოსტნეულით. თქვით უარი კარტოფილზე, მაკარონზე და პურზე. - მიირთვით ხილი
6 დღის განმავლობაში იკვებეთ დიდი რაოდენობით ხილით. მიანიჭეთ უპირატესობა ანანასს, კივს და გრეიფრუტს. შეზღუდეთ ბანანის და ქიშმიშის მიღება. - დაივიწყეთ ცხარე საკვები
ცხარე საკვები სტიმულირებს მადას და დიდი რაოდენობით კუჭის წვენის გამოყოფას. გარკვეული დროით გამორიცხეთ საკუთარი კვების რაციონიდან ცხარე საკვები. - არანაირი კონსერვანტი
თქვით უარი ალკოჰოლზე და შაქარზე, თუ გსურთ გათავისუფლდეთ ცხიმოვანი ფენებისგან. დამუშავებული საკვები სხვადასხვა კონსერვანტებით საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
დაიცავით ეს მარტივი წესები 6 დღის განმავლობაში და მიღებული შედეგით მოხიბლულები დარჩებით. თქვენ ამ დროის განმავლობაში წელის გარშემოწერილობის შემცირებას რამდენიმე სანტიმეტრით შეძლებთ.