შაქარი, როგორც მავნებელი: 6 საინტერესო ფაქტი შაქრის შესახებ

შაქარი, როგორც მავნებელი: 6 საინტერესო ფაქტი შაქრის შესახებ
შაქარი ორგანიზმისათვის აუცილებელი პროდუქტია. ძალიან ბევრი საკვები მოითხოვს შაქარს, ჩვენ კი ეს საკვები ძალიან მოგვწონს. რაღა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად უნდა მივირთვათ შაქარი, მაგრამ იმ დონით, რომ მან ზიანი არ მიაყენოს ჩვენს ორგანიზმს. 
ჩვენ წარმოგიდგენთ 6 საინტერესო ფაქტს შაქრის შესახებ.

• ბევრი ადამიანი კრძალავს შაქრის მიღებას, მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის, რომ ჩვენთვის ბევრი საყვარელი პროდუქტი სავსეა შაქრით და სოდით. ამიტომ გირჩევთ, რომ მიიღოთ შაქარი, მაგრამ მცირე რაოდენობით. ასევე თუ გინდათ აკრძალოთ ეს პროდუქტი, დაუკვირდით თქვენს ყოველდღიურ რაციონს, თუ რას მიირთმევთ. აკონტროლეთ რა რაოდენობის სოდას იღებთ, რადგან სოდამ შეიძლება გულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები გამოიწვიოს.

• კარგია, როდესაც ტკბილ ხილს მიირთმევთ, რადგან არცერთი ხილი არ შეიცავს ისეთ შაქარს, რომელმაც შესაძლოა ორგანიზმს ავნოს. ხილის შაქარი (ფრუქტოზა) ორგანიზმისათვის სასარგებლოც არის. მისი ზედმეტი რაოდენობა ღვიძლში ინახება.

• არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ შაქრის მიუღებლობა საზიანოა ორგანიზმისთვის. ყოველივე ამას შესაძლოა პანკრეასის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებლად მიიღეთ მცირე რაოდენობით შაქარი.

• ითვლება, რომ შაქრის ყოველდღიური რაციონი არანაკლებ 25 გრამს უნდა შეადგენდეს, მაგრამ ამის კონტროლი ძალზედ ძნელია, რადგან თვით პური და ჩვენთვის საყვარელი სხვა პროდუქტებიც შეიცავს შაქარს. თანაც დიდი რაოდენობით.

• ბევრი ადმიანი შაქარზე დამოკიდებული ხდება. ყველაფერი ამისაგან თავის დასაღწევად მხოლოდ ძლიერი ნებისყოფაა საჭირო.

• შაქარი კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. გარდა ამისა შაქრის ზედმეტმა რაოდენობამ შესაძლოა ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებით ავნოს. ამიტომ მიიღეთ შაქარი, მაგრამ ნორმით. ყველაფერი ეს დაეხმარება თქვენს ორგანიზმსა დიდხანს არსებობაში.