15 პროდუქტი, რომელიც იდეალურად წვავს ცხიმებს
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დღეს შემოგთავაზებთ იმ პროდუქტების ნაკრებს რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ ცხიმების დასაწვავად. ამ პროდუქტების მოძიება კი ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. გაეცანით 15 არაჩვეულებრივი თვისებების მქონე პროდუქტს, ესენია:
ბერძნული კაკალი
ბერძნული კაკალი
- ალფა - ლინოლინის მჟავა (ომეგა -3 ) ნიგვზეულის თითქმის ყველა სახეობაშია, მაგრამ უმნიშვნელო რაოდენობით (განსხვავებით მონოუჯერი ცხიმებისგან ). ერთადერთი კაკალია რეკორდსმენი ცხიმმჟავა ომეგა - 3 - ს შემცველობით. 30 გრ ნიგოზი თითქმის 3 გრ ომეგა 3 - ით ამაგრებს ორგანიზმს.
- კოჭა იგივე ჯანჯაფილი, იგივე ჯინჯერი (იმბირი )
მრავალი ასწლეულის განმავლობაში გამოიყენებდა ადამიანი ამ მცენარეს კუჭ - ნაწლავის ტრატის ნორმალური მუშაობისთვის, ანთებების პროფილაქტიკისთვის, კუნთოვან ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და კუნთების აღდგენის ტემპების დასაჩქარებლად. ამას გარდა, დადასტურებულია, რომ კოჭა ორგანიზმში ცხიმებს შლის. - შვრიის ბურბუშელა
შეიცავს ნელა ასათვისებელ ნახშირწყლებს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ინსულინის ნორმალური დონის შენარჩუნებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ცხიმების დაშლაზე.
სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ათლეტები, რომლებიც ნელი მოქმედების ნახშირწყლებს იღებდნენ, უფრო მეტ ცხიმს წვავდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს იღებდა. - ავოკადო
მონოუჯერი ცხიმების შემცველობის გამო ავოკადო ისე გამოიყენება, როგორც საწვავი ფიზიკური დატვირთვების დროს, რათა ხელი შეუწყოს სწრაფად გახდომას. ამას გარდა, ავოკადო შეიცავს ძალიან საინტერესო ნახშირწყალს - მანოჰეპტულოზას (შაქარს, რომელიც ინსულინის გამომუშავებას ამუხრუჭებს და კალციუმის შეთვისებას აძლიერებს ). რაც უფრო მეტი მანოჰეპტულოზაა ორგანიზმში, მით უფრო მალე გახდება ადამიანი. - ორაგული
ომეგა - 3 - ის საუკეთესო მომწოდებელი. მისი საშუალებით ჩვენ ვიღებთ ცხიმმჟავებს, რომლებიც აჩქარებს ცხიმების წვას და ბლოკავენ მის დაგროვებას ორგანიზმში. - სოია ( მარცვლები )
სოია ცილის საბადოა, რომლის ეფექტურობა არ ჩამოუვარდება პროტეინების სხვა სახეებს ( მაგალითად, შრატს ან ძროხის ხორცს ). ამას გარდა, სოია ხელს უწყობს გახდომას (ალბათ, მადის დაქვეითებისა და საკვების კალორიულობის შემცირების გამო). - წყალი
ეს საუკეთესო თანაშემწეა ზედმეტი კილოგრამების მოკლებისთვის ბრძოლაში. მეცნიერული გამოკვლევები აჩვენებს, რომ 2 ფინჯანი ცივი წყალი 30 % - ით აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს. - სელის თესლი
შეიცავს ომეგა - 3, რომელიც ააქტიურებს გენებს, ასტიმულირებს ცხიმების წვას და თრგუნავს ცხიმების დაგროვების დამაჩქარებელ გენებს. - გრეიფრუტი
სან - დიეგოს კლინიკის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევების დროს გამოვლინდა, რომ ადამიანები, ვინც დღეში სამჯერ მიირთმევდა ნახევარ - ნახევარ გრეიფრუტს ან 240 -240 მლ გრეიფრუტის წვენს (სპეციალურ დიეტას ვინც იცავდა ), 12 კვირის განმავლობაში 2 კგ წონას იკლებდნენ. ზოგიერთმა კი, ვინც არანაირ დიეტაზე არ იყო ამ ხნის განმავლობაში 5 კგ -ზე მეტი მოიკლო. როგორც ჩანს, ასეთი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ გრეიფრუტი სისხლში ინსულინის დონეს აქვეითებს. ამას გარდა, ეს ციტრუსი შეიცავს ე.წ. ნარინგინს - შენაერთს, რომელიც ხელს უშლის ცხიმოვანი მარაგის დაგროვებას. - თაფლი
დიახ, ეს შაქარია, მაგრამ ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსით. ინსულინის დაბალი დონის შენარჩუნება კი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლაში. თაფლი ასევე აჩქარებს ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედების დნობას. - არაქისის პასტა
გახდომისთვის აუცილებელი მონოუჯერი ცხიმმჟავების კიდევ ერთი წყარო. ირონია კი იმაშია, რომ ბევრი მწარმოებელი არაქისის პასტას დაბალი ცხიმიანობით აწარმოებს. საფიქრებელია, რომ სასარგებლო ცხიმებს ისინი ნახშირწყლებით, კერძოდ, შაქრით ცვლიან. ერიდეთ ასეთ პროდუქტებს. შეიძინეთ ნატურალური არაქისის პასტა, რომელიც არ შეიცავს მავნე ტრანსცხიმებს. - კვერცხი
მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, ვინც კვერცხით საუზმობს არამცთუ ნაკლებ კალორიებს იღებს, არამედ ადვილად აღწევს თავს ჭარბ კილოგრამებსაც. - მწარე წიწაკა
მწარე წიწაკა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს კაპსაიცინს - ქიმიურ შენაერთს, რომელიც ასტიმულირებს ცხიმების დაშლას, ამცირებს შიმშილის გრძნობას და ჭამისკენ სწრაფვას. კაპსაცინის ეფექტურობა იზრდება კოფეინის თანხლებით. - ბროკოლი
ეს ბოჭკოვანი ბოსტნეული მართალია ნახშირწყლების მაღალი შემცველობით და დიდი კალორიებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ის სიმაძღრის შეგრძნებით უზრუნველყოფს და ეს მისი ერთ - ერთი მთავარი თვისებათაგანია. ამას გარდა, კომბოსტოს ეს სახეობა მდიდარია ცხიმების წვის მასტიმულირებელი ფიტოქიმიური შენაერთებით. - ზეითუნის ზეთი
ესეც, როგორც ავოკადო, მონოუჯერი ცხიმების მნიშვნელოვანი წყაროა, რაც არა მარტო აქვეითებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს სისხლში და ნორმაში მოჰყავს გულ - სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, არამედ მას ორგანიზმი გამოიყენებს, როგორც საწვავს, ე.ი. შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არ "დამრგვალდებით".