აი, როგორ უნდა შეამოწმოთ გჭირთ თუ არა მეტეორიზმი

აი, როგორ უნდა შეამოწმოთ გჭირთ თუ არა მეტეორიზმი
გაზების ჭარბი დაგროვება, მეტეორიზმი და მუცლის შებერვა დელიკატური პრობლემაა და სერიოზულად ართულებს ცხოვრებას. მასთან ბრძოლა კი ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის შეცვლის გარეშე, წარმოუდგენელია. მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
მეტეორიზმს უწოდებენ სწორ ნაწლავში ნაწლავური გაზების გავლას. ეს სრულიად ნორმალური პროცესია. თითოეულ ადამიანს ეს დღეში, როგორც მინიმუმ 14 - ჯერ მაინც ემართება. ზოგჯერ კი პროცესი ხშირია და შეიძლება არასასურველი ხმაც ახლდეს. გაზების ძალიან ხშირი გამოყოფა დისკომფორტს უქმნის ადამიანს და ხელს უშლის სრულყოფილ ურთიერთობებში.
ხშირ შემთხვევებში მეტეორიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ფაქტორების გაკონტროლება შესაძლებელია. მაღალი გაზწარმოქმნის ძირითად მიზეზებს შორის სპეციალისტები გამოყოფენ ორს: ნაწლავებში მოხვედრილი ჩაყლაპული ჰაერის სიჭარბეს და ნაწლავებში ბაქტერიების მიერ დიდი რაოდენობით გაზის წარმოებას.

ჰაერი გადაყლაპვა
ორსულობის პერიოდში კუჭისა და ნაწლავების მოძრაობით აქტიურობა ქვეითდება, რაც შეიძლება გულძმარვის, ყაბზობისა და მეტეორიზმის მიზეზი გახდეს. ჰაერის დიდი ნაწილი, რომელსაც ადამიანი საჭმელთან და სასმელთან ერთად ყლაპავს, ჩვეულებრივ პირიდან გამოდის ბიყინის სახით. ნაწილი კი, რომელიც კუჭიდან ნაწლავებში ხვდება, სწორ ნაწლავამდე მოგზაურობს და იქიდან აღწევს გარეთ. ჰაერი ადამიანმა, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით გადაყლაპოს. ესენია:
  • გაუცნობიერებლად, საუბრის დროს, განსაკუთრებით, თუ ადამიანი ნერვებმოშლილია ან აღგზნებული;
  • საჭმელი ან სასმელის ჩქარ - ჩქარა ყლაპვისას;
  • საღეჭი რეზინის აქტიური ღეჭვისას;
  • სიგარეტის წევისას;
  • გაზიანი სასმელების ხშირი მოხმარებისას.

ბაქტერიების მუშაობა
  1. მსხვილ ნაწლავში მოხვედრილი მოუნელებელი საჭმლის გადამუშავების პროცესში ბაქტერიებს შეუძლიათ გაზის წარმოქმნა.
  2. მაღალი გაზწარმოქმნა შეიძლება ასევე გამოიწვიოს:
    • უჯრედისით მდიდარმა პროდუქტებმა, ხილის დიდმა ულუფებმა, პარკოსნებმა, ბარდამ და ქატომ.

    • პროდუქტებმა, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას. ან მარტივ შაქარს დიდი რაოდენობით შეიცავს ლეღვი, ფინიკი, შავი ქლიავი, მსხალი და ყურძენი. ასევე არცთუ იშვიათად უმატებენ ფრუქტოზას დამატკბობლად გამაგრილებელ და ხილის სასმელებს, ნამცხვრეულს.

    • პროდუქტებმა, რომლებიც მდიდარია რაფინოზით. ეს რთული შაქარი გვხვდება ჯვაროსანთა ოჯახის ბევრ ბოსტნეულში. ასეთებია: თავხვეულთა კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო. ამას გარდა, არის კიდევ ერთი რთული და ცუდად ათვისებადი შაქარი - სტაქიოზა, შეიცავს პარკოსნები.

    • სორბიტის შემცველი პროდუქტები. ეს შაქრის შემცვლელი ხშირად გამოიყენება კანფეტების დამატკბობლად, ასევე წამლებში ნეიტრალური ინგრედიენტების სახით.

    • რძის პროდუქტები, რომლებიც ლაქტოზას შეიცავს. ის ძნელად მოსანელებელია იმ ადამიანებში, ვისაც ლაქტოზას გადაუმუშავებლობა სჭირს ანუ აქვს ფერმენტ ლაქტოზას დაბალი დონე, რომელიც რძის შაქარს შლის. ეს პრობლემა შეიძლება ასაკის მატებასთან ერთად გაჩნდეს მაშინაც კი თუ ადამიანს ადრეულ ასაკში რძის პროდუქტების გადაუტანლობა არ სჭირდება.

  3. იშვიათად მეტეორიზმი შესაძლოა ზოგიერთი წამლის მიღებით გამოწვეული გვერდით ეფექტი იყოს, ან პარაზიტული ინფექციის სიმპტომი.

თუ მეტეორიზმი გჭირთ, შეამოწმეთ:
  • რამდენად ხშირად მოძრაობთ, როცა ჭამთ ან სვამთ?
  • რა რაოდენობის გაზიან სასმელს მოიხმართ ყოველდღიურად?
  • რამდენად ემოციურად ლაპარაკობთ?
  • სიგარეტს ეწევით?
  • სარგებლობთ თუ არა შაქრის შემცვლელებით, მათ შორის ტკბილეულითა და დიეტური გაზიანი სასმელებით?

როგორ ავიცილოთ თავიდან?
გახსოვდეთ, რომ მეტეორიზმი შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების სერიოზული სიმპტომი იყოს, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებისაც. თუ გაზების ჭარბი წარმოქმნა თქვენს მუდმივ პრობლემად იქცევა, აუცილებალდ ეწვიეთ ექიმს. ექიმთან უნდა წახვიდეთ მაშინაც, თუ რამდენიმე დღე გაგიგრძელდათ ერთდროულად მეტეორიზმი, ფაღარათი ან ყაბზობა.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის